4 ივლისი 2023
2023 წლის 3 ივლისს სასტუმრო “რუმს თბილისში” გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების და დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების (IDA) ერთობლივი ბიზნეს ფორუმი გაიმართა.
23.06.2022. მსოფლიო ბანკმა საქართველოში კორპორაციული მართვის სტანდარტებისა და კოდექსების შესახებ ახალი, 2021 წლის ანგარიში წარადგინა.
31.05.2022. „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა“ ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის საკონსულტაციო სამუშაოებს ასრულებს Galt & Taggart, BDO Georgia-სთან ერთად.
24.03.2022
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისათვის კორპორაციული მართვის კიდექსი დაამტკიცა.
27.10.2021
დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთინების წევრის, გიგი ღლონტის სტატია "რა დახმარების გაწევა შეუძლია დამოუკიდებელ დირექტორს საოჯახო ბიზნესებისთვის" შესახებ
იხილეთ ბმული: www.forbes.ge
დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრი ტარიელ გვალია საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად აირჩიეს.
25.06.2021
2021 წლის 21-22 ივნისს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში გაიმართება ვორქშოპი კორპორაციული მმართველობის შესახებ. ღონისძიების დონორი და ორგანიზატორია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი; თანაორგანიზატორები კომპანია ველოქსი (Velox Capital Advisors) და დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანება, რომლის გამგეობის წევრი ტარიელ გვალია არის ვორკშოპის ერთ-ერთი სპიკერი. მან წარმოადგინა პრეზენტაცია "დამოუკიდებელი დირექტორის როლი კორპორაციულ მართვაში".
23.03.2021
დამოუკიდებელ დირექტორთა ასოციაციის წევრის, კახა ბაინდურაშვილის ინტერვიუ civil.ge-სთან.
იხილეთ ბმული: www.civil.ge
23.03.2021
2021 წლის 25-26 მარტს სასტუმრო რუმსში გაიმართება ვორქშოპი კორპორაციული მმართველობის შესახებ. ღონისძიების დონორი და ორგანიზატორია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი; თანაორგანიზატორები კომპანია ველოქსი (Velox Capital Advisors) და დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანება, რომლის გამგეობის წევრი საშა ტერნესი არის ვორკშოპის ერთ-ერთი სპიკერი.
დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრის, ტარიელ გვალიას სტატია ანტრეპრენერობის შესახებ
დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრის, ტარიელ გვალიას სტატია ანტრეპრენერობის შესახებ.
იხილეთ ბმული: www.entrepreneur.com
09.12.2020
დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების წევრმა, კახა ბაინდურაშვილმა 1,500 სტუდენტისათვის ონლაინ მასტერკლასი ჩაატარა.
კახა ბაინდურაშვილმა სტუდენტებს გააცნო მიმდინარე გლობალური ტრანსფორმაციის პროცესი, როდესაც დამსაქმებლების ყურადღების გადატანა ხდება პროფესიებიდან თეორიულ უნარებზე. ეს პროცესი ინდუსტრია 4.0 - ის დადგომისთანავე დაიწყო და ბოლო წლებში დინამიურად ვითარდებოდა ციფრული ეპოქის ჩამოყალიბების პარალელურად, მაგრამ კოვიდმა აღნიშნული პროცესის უკიდურესი აქსელერაცია გამოიწვია.
30.11.2020
დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრის ტარიელ გვალიას ინტერვიუ საუკეთესო წლიური მმართველობითი ანარიშის გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) შესახებ.
იხილეთ ბმული: www.bm.ge
20.11.2020 წელი
2020 წლის 20 ნოემბერს გაიმართა დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების და New Tiflis Institute-ის ერთობლივი ღონისძიება. შეხვედრაზე დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების წევრმა კახა ბაინდურაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია "ახალგაზრდობის განვითარება VS ახალგზარდობის დეგრადაცია",რომელიც შეეხება ისეთ სერიოზულ გამოწვევას, როგორიცაა განათლება (საბაზისო და პროფესიული) რეგიონებში, მისი შემდგომი ნეგატიური გავლენა ახალგაზრდა თაობაზე (18-25) და ეკონომიკაზე. პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა მსჯელობა აღნიშნული გამოწვევის გადაჭრის გზებსა და პროცესის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ (მსხვილი და საშუალო კორპორაციების და ინვესტორების როლი).
დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრი, გიგი ღლონტის სტატია საკითხზე "რა უნდა გაითვალისწინონ მსესხებლებმა ბანკებთან ურთიერთობაში COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დროს"
იხილეთ ბმული: www.bm.ge
მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის საქართველოში ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით (RSF) ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ასამაღლებლად გაფართოებულ ყოველწლიურ კონკურსს აცხადებს.
დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრისა და ჯეოქეისის გამგეობის თავჯდომარის ვიქტორ ყიფიანის ინტერვიუ "რეგიონალური ურთიერთკავშირები - დამატებითი შესაძლებლობა ქვეყნის მეტი უსაფრთხოებისა და უკეთესი ეკონომიკისათვის".
დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრის, საშა ტერნესის ინტერვიუ კავკასიურ ჟურნალთან საქართველოს ეკონომიკის გამოწვევების, შესაძლებლობებისა და ქართულ გერმანული ბიზნეს ურთიერთობის შესახებ.
05.06.2020. მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის საქართველოში ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით (RSF) აცხადებს გაფართოებულ ყოველწლიურ კონკურსს ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ასამაღლებლად.
17.05.2020
სამეთვალყურეო საბჭოს როლი მიმდინარე კრიზისის პერიოდში
დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანებას ახალი წევრი ჰყავს. მალხაზ ძაძუას აქვს 20 წელზე მეტი ხნის ხელმძღვანელობის გამოცდილება ფინანსურ სექტორსა და სოციალურ მეწარმეობაში, მათ შორის 15 წელი, როგორც წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი.
17.12.2019
მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიმარტივის ბოლოდროინდელი ინდექსის თანახმად, საქართველოს მე-7 ადგილი უკავია და ბიზნესის ხელშემწყობ განსაკუთრებულ ქვეყნად ითვლება, თუმცა ქვეყანა გამოწვევების წინაშე დგას ქართული კომპანიების კორპორაციული ანგარიშგების ხარისხის და გამჭვირვალობის დონის მიხედვით.
11.12.2019
ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულმა ფონდმა, ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ხელშეწყობით, საქართველოს საფონდო ბირჟაზე ლისტინგში დაშვებული კომპანიებისთვის 2019 წლის შემოდგომაზე კონკურსი გამოაცხადა.
დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრმა ტარიელ გვალიამ ბელორუსის საბანკო სისტემაში დამოუკიდებელ დირექტორად მუშაობის 5 წლიანი ნებართვა მოიპოვა. ნებართვას ბელორუსის ეროვნული ბანკი სპეციალური ტესტის ჩაბარების საფუძველზე იმ კანდიდატებზე გასცემს, რომლებიც შეესაბამებიან დადგენილ საკვალიფიკაციო და საქმიანი რეპუტაციის სტანდარტებს.
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (Deutsche Wirtschaftsvereinigung), რომელიც ამ ეტაპზე წარმოდგენილია მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე საშა ტერნესით, ინვესტორთა საბჭოს წევრი გახდა.
ინვესტორთა საბჭოს შესახებ
ინვესტორთა საბჭო არის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანო, რომელიც მიზნად ისახავს დიალოგის წარმოებას კერძო სექტორის მეწარმე სუბიექტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესაქმნელად.
იხილეთ ბმული: www.linkedin.com
დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების ახალი წევრია გალინა ალაგარდოვა.
2019 წლის 30 ივლისს "დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანებასა" და საქართველოს წამყვან საინვესტიციო ბანკ "გალტ ენდ თაგარტს" შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეების აქტიურ თანამშრომლობას დამოუკიდებელი დირექტორების ინსტიტუტის და კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტების დასანერგად საქართველოში.
"ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდის", "დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების" და "JA Georgia"-ს მიერ გამოიცა "გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ანგარიშგების საბჭოს" დოკუმენტი "გზამკვლევი აუდიტის კომიტეტის შესახებ", ქართული ადაპტირებული ვერსია. დოკუმენტი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ქართულ კომპანიებს კორპორაციული მმართველობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში
იხილეთ ბმული: www.saras.gov.ge
2019 წლის 9 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხა. ამ თამაშს ერთი თავისებურება ახასიათებდა: იგი საქართველო-რუმინეთის ურთიერთობების 300 წლისთავს ეძღვნებოდა.
2019 წლის 4 ივლისს დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანებასა და საქართველოში ერთ-ერთ ლიდერ, კერძო კაპიტალის ფონდ „სინერჯი კაპიტალს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეების მიერ აქტიურ თანამშრომლობას კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტების დასანერგად საქართველოში.
2019 წლის მარტ-აპრილში კიევში, უკრაინის კორპორაციული მართვის აკადემიის და INSEAD-ისბიზნეს სკოლის ორგანიზებით, გაიმართა სემინარი კორპორაციული მართვის შესახებ. სემინარს უძღვებოდნენ INSEAD პროფესორები ლუდო ვანდერ ჰეიდენი და ფრენკ დანგარდი, ლონდონის ბიზნეს სკოლის პროფესორი ჰარი კორინი.სემინარის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები. სემინარში მონაწილეობა მიიღეს დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების წევრებმა ტარიელ გვალიამ და სულხან გვალიამ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს რეფორმის ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფი - მრჩეველთა კომიტეტი შეიქმნა. კომიტეტის მიზანს როგორც, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობის, სტრატეგიისა და პოლიტიკის დახვეწა, ასევე აუდიტის სფეროს რეფორმის ეფექტიანად და გამჭვირვალედ გატარება და დაინტერესებულ მხარეთა პროცესში ჩართვა წარმოადგენს.
2019 წლის 14 მარტს, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების, ასევე, დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანებისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართება პრეზენტაცია და დისკუსია თემაზე: „დამოუკიდებელი დირექტორების როლი კორპორაციულ მართვაში“.
სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრების "დამოუკიდებლობის" კრიტერიუმები
იხილეთ ბმული: www.forbes.ge
გამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრი ვიქტორ ყიფიანი საქართველოს მომავალი ეკონომიკური განვითარების შესაძლო მოდელებზე მსჯელობს.
დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრი გიგი ღლონტი „ფაშა ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, დამოუკიდებელ დირექტორად, აირჩიეს.
ვულოცავთ ჩვენს კოლეგას ამ ნომინაციას და ვუსურვებთ წარმატებებს ახალ სარბიელზე.
30. 01. 2019
დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრი ტარიელ გვალია აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდის საბჭოს წევრად აირჩიეს.
ვულოცვათ ჩვენს კოლეგას ამ ნომინაციას და ვუსურვებთ წარმატებებს.
დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრი საშა ტერნესი წარმატებული ქართული ლუდის კომპანია „ზედაზენის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად აირჩიეს.
ვულოცავთ ჩვენს კოლეგას ამ არჩევას და ვუსურვებთ დიდ წარმატებებს.
2018 წლის 26 ნოემბერს დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების წევრების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე გაერთიანების წევრებმა საინტერესო მოხსენებები წარადგინეს:
23 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ორგანიზებით, კორპორაციული მართვის თემაზე კონფერენცია გაიმართა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის კორპორაციული მართვის კოდექსი დაამტკიცა. კოდექსის მიზანია კომერციული ბანკების კორპორაციულ მართვაში არსებული საერთაშორისოდ აღიარებული მოწინავე პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა, რაც, თავის მხრივ, დადებითაც აისახება საბანკო სექტორის ეფექტურ ფუნქციონირებასა და მდგრადობაზე.
დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების წევრი, სულხან გვალია ინეკობანკის (ერევანი, სომხეთი) დამოუკიდებელ დირექტორად აირჩიეს.
ვულოცავთ სულხანსამ წარმატებას და ვუსურვებთ თავისი დიდი ცოდნისა და გამოცდილების რეალიზებას ახალ კორპორაციულ გარემოში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსი"-ს პროექტი გამოაქვეყნა.
2018 წლის 9 ივლისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაამტკიცა "ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსი კომერციული ბანკებისთვის".
ახალი რეგულაციები მოკლევადიან პერიოდში საბანკო სექტორში გამოიწვევს საცალო დაკრედიტების შემცირებას, კაპიტალზე მოთხოვნის ზრდას, აქტივებისა და მომგებიანობის ზრდის ტემპის შენელებას, არასაბანკო საფინანსო სექტორში - კონსოლიდაციის პროცესს, საინვესტიციო ბანკინგში - ზომიერად აგრესიულ აქტივობებს. გრძელვადიან პერიოდში კი, იმედი ვიქონიოთ, ეს მოიტანს ქართული საფინანსო სისტემის ხარისხობრივ გაუმჯობესებას.
2018 წლის 1 ივნისს გაიმართა დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების წევრების შეხვედრა. შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა გაერთიანების წევრი კახა ბაინდურაშვილი თემით "აბრეშუმის გზის გაცოცხლება".
მოხსენების შემდეგ გაერთიანების წევრებს შორის აღნიშნულ საკითხზე საინტერესო დისკუსია გაიმართა.
2018 წლის 17 მაისს სასტუმრო „რადისონში“ გაიმართა „დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების ‘’ წევრთა საერთო კრება. გასული პერიოდის ანგარიში გაერთიანების წევრებს გამგეობის წევრმა ტარიელ გვალიამ გააცნო. შეკრებაზე მოხდა გაერთიანების ახალი წევრის, სს „სილქნეტის’’ დამოუკიდებელი დირექტორის ტედ ჯონასის წარდგენა. ბატონმა ჯონასმა ისაუბრა საქართველოში თავისი 24 წლიანი ბიზნეს გამოცდილებისა და კარიერის შესახებ. გაერთიანების წევრებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.
სტატია შეეხება კორპორაციული მართვის ორი სახის წყაროს დახასიათებას და მათ გავლენას კორპორაციულ მართვაზე. 1. ეს არის არაფორმალურ წყაროთა ბუნება, რასაც ასევე მოიხსენიებენ, როგორც „რბილ სამართალს“ და 2. მხართა კერძო ავტონომიის გამოვლენით ჩამოყალიბებული კორპორაციული მართვის წყარო, რომელიც მყარად უკავშირდება „რბილი სამართლის“ შინაარსს. ამასთანავე, სტატიაში დახასიათებულია „რბილისამართლის“ მიმართ ქართული კანონმდებლობის მიდგომა.
დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების ახალი წევრია ამერიკელი იურისტი თედ ჯონასი,რომელსაც იურიდიული მოღვაწეობის 25 წლიანი პრაქტიკა აქვს.
"კორპორაციული მართვის სისტემის მთავარი კომპონენტია სამეთვალყურეო საბჭო, რომლის მთავარი ფუნქციაა, კომპანიის განვითარებისათვის სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება. საბჭო, ამავე დროს, უნდა იყოს მენეჯმენტის მრჩეველი და ზედამხედველი. სამეთვალყურეო საბჭოს თავისი მოვალეობების სათანადოდ შესასრულებლად სჭირდება მაღალი კვალიფიკაციის და ობიექტური წევრები. სწორედ კვალიფიციური, დამოუკიდებელი და ეფექტური საბჭო იქნება მენეჯმენტის აქტიური პარტნიორი.
2018 წლის 13-14 მარტს სასტუმრო ჰოლიდეი ინნში გაიმართა სემინარი: პატიოსნება მცირე და საშუალო ბიზნესში რეგიონის ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვა, თურქეთი, უკრაინა). სემინარი ორგანიზებული იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.
კორპორაციული მართვის სფეროში არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა მაღალი ხარისხით განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საკითხებს. კერძოდ, გათვალისწინებულია საბჭოს წევრთა გულმოდგინების, კეთილსინდისიერების და ზრუნვის მოვალეობები, რაც კომპანიის წარმატებული ფუნქციონირების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს; ამასთანავე, საბჭოს მიერ გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს ინფორმირებულობის საფუძველზე, რომ თავიდან იქნას არიდებული საბჭოს პასიური როლი მენეჯმენტთან ურთიერთობაში და საბჭოს წევრთა ქმედებებში შესაძლო არაკეთილსინდისიერი შემთხვევები.
2017 წლის 23 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს კანონში „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ მიიღო ცვლილებები, რომლებიც მნიშვნელოვანია საბანკო სივრცეში კორპორაციული მართვის კარგი პრაქტიკის დამკვიდრების თვალსაზრისით. აღნიშნული ცვლილებები მკაფიო გზავნილს აძლევს საბანკო სექტორს და ფართო საზოგადოებას იმის შესახებ, რომ კორპორაციული მართვა ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ბანკისთვის.
მოცემული სტანდარტების მიზანია განსაზღვროს პროფესიული ქცევისა და ნორმების პრინციპები დამოუკიდებელი დირექტორისათვის.
სტანდარტები შემუშავებულია დამოუკიდებელი დირექტორის ქცევის საერთაშორისო პრაქტიკისა და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობაში.
იხილეთ სტატიის ბმული: www.bm.ge
თანამედროვე კორპორაციული მართვა იცნობს სამ სისტემას, რომელიც დამახასიათებელია როგორც ანგლო-ამერიკული, ასევე რომანულ-გერმანული სამართლის ოჯახებისათვის. კერძოდ, სახეზეა ერთსაფეხურიანი, ორსაფეხურიანი და შერეული სისტემები.
თანამედროვე კორპორაციული მართვის ერთ-ერთ ძირეულ საკითხს წვრილ აქციონერთა უფლებების სამართლებრივი დაცვა წარმოადგენს, რაც უზრუნველყოფილია კანონმდებლობით, კომპანიის წესდებით და შიდა კორპორაციული მართვის სხვადასხვა მარეგულირებელი დოკუმენტით.
ქართული მცირე და საშუალო კომპანიების გამოკითხულთა ნახევარი მთავარ გამოწვევად ბაზარზე წვდომას ასახელებს, დარჩენილი 40% ძირითად პრობლემად ფინანსებზე წვდომას მიიჩნევს და მხოლოდ 10%-ს მიაჩნია ცოდნაზე წვდომა მთავარ ბარიერად.
მცირე და საშუალო ბიზნესის შესახებ (მსბ) უამრავი რამ იწერება საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. წერენ ეკონომისტები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ჟურნალისტები და სხვანი. მიუხედავად ამისა, მცირე და საშუალო ბიზნესი იყო და რჩება ამოუწურავ თემატიკად, ვინაიდან სწორედ ის გახლავთ ეკონომიკის ძირითადი მასა, არა იმდენად მონეტარული თვალსაზრისით, არამედ მოსახლეობის ჩართულობისა და შემოსავლების გადანაწილების კუთხით.
2017 5 დეკემბერს სასტუმრო „ამბასადორში" გაიმართა დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების წევრთა მორიგი შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ტ. გვალია, ს. ტერნესი, გ. ღლონტი, ვ. ყიფიანი, ი. კოვზანაძე, კ. ბაინდურაშვილი, ს. გვალია, გ. ნასყიდაშვილი, გ. ქეშელაშვილი. ტ. გვალიამ ისაუბრა 2017 წელს განხორციელებული აქტივობების შესახებ, მიმოიხილა გასული პერიოდის საკანონმდებლო და მნიშვნელოვანი კორპორაციული სიახლეები. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს 2018 წლის გეგმებზე და თავიანთ ხედვებზე განსახორციელებელი აქტივობების შესახებ.
გაერთიანების წევრების მორიგი შეხვედრა გაიმართება 2018 წლის პირველ კვარტალში.
კორპორაციული მართვის სრულყოფილი სისტემის არსებობა წარმოუდგენელია კომპანიის შესახებ არსებითი ინფორმაციის დახურვის პირობებში. პოტენციურ ინვესტორთა მიერ გადაწყვეტილებების მიღება მნიშვნელოვანწილად უკავშირდება კომპანიის საქმიანობის შესახებ სათანადო და სრულ ინფორმირებას.
კომპანია „სილქნეტის“ აქციონერებმა სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრად (დამოუკიდებელ დირექტორად) ამერიკელი იურისტი თედ ჯონასი მოიწვიეს, რომელსაც იურიდიული მოღვაწეობის 25 წლიანი პრაქტიკა აქვს. თედ ჯონასს აქვს საერთაშორისო იურიდიული სარეიტინგო სააგენტოების მაღალ შეფასება, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო ბიზნეს და ფინანსურ იურისტს საქართველოსთან დაკავშირებით.
ჯონასის მთავარი ფუნქცია სამეთვალყურეო საბჭოში იქნება ხელი შეუწყოს კომპანიის კორპორაციული მართვის სისტემის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას და დაეხმაროს კომპანიას, იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო იურიდიულ მოთხოვნებთან.
კომპანიის შიდა კონტროლის სისტემატიზირებული მოდელი, პირველად 1992 წელს გამოქვეყნდა აშშ-ში და ცნობილია ფასიანი ქაღალდების კომისიასთან არსებული სპონსორი ორგანიზაციების კომიტეტის COSO (COSO - committee of Sponsoring Organization) მოდელის სახელით - შიდა კონტროლის COSO მოდელი. 2013 წელს გამოქვეყნდა მოდელის განახლებული ვერსია. ამ მოდელს ეფუძნება არაერთი საერთაშორისო სტანდარტი თუ ეროვნული (მათ შორის საქართველოს) კანონი. მას წარმატებით იყენებენ როგორც მენეჯერები, ისე რეგულატორები და შიდა და გარე აუდიტორები. რა პრინციპებს ეფუძნება ეს მოდელი და რა მნიშვნელობა აქვს მას კომპანიის ოპერირებისთვის?
2017 წლის 4 მაისს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა მთელი რიგი ცვლილებები და დამატებები, რომლებიც კაპიტალური ტიპის კომპანიის პარტნიორთა შორის არსებული ურთიერთობების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებენ, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს კორპორაციული მართვის თავისებურებეზე.
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსად საპენსიო რეფორმის სამსახურის ყოფილი უფროსი ოთარ ძიძიკაშვილი დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, რომელიც პარლამენტმა 2017 წლის მაისში მიიღო, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსს 5 წლის ვადით თანამდებობაზე 5 წევრისგან შემდგარი სამეთვალყურეო საბჭო დანიშნავს. კანონის მიხედვით, დეპოზიტების დაზღვევის საბჭოს 2 დამოუკიდებელი დირექტორი ეყოლება, რომელთაც კომერციული ბანკები აირჩევენ.
კომპანიის საქმიანობა ბევრ რისკთანაა დაკავშირებული, ეს შეიძლება იყოს ფინანსური, საოპერაციო თუ ნებისმიერი სხვა სახის რისკი, რომელიც მის ჯანსაღ ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კორპორაციული მართვის ორგანოებმა შესაბამის კომიტეტებთან ერთად სათანადოდ შეაფასონ კომპანიის წინაშე არსებული გამოწვევები და შეიმუშაონ რისკების პრევენციის გზები. ქვემოთ მოცემულ სტატიაში განხილულია კორპორაციული მართვის სტანდარტები რისკ-მენეჯმენტთან მიმართებაში.
ბოლო პერიოდში ქართული კორპორაციული სექტორის წარმატებულმა გამოსვლამ მსოფლიოს წამყვან საფონდო ბირჟებზე და ქართული კომპანიების მნიშვნელოვანმა გააქტიურებამ ობლიგაციების ბაზარზე გააჩინა მოთხოვნა კორპორაციული მდივნის ინსტიტუტზე. კომპანიაში კორპორაციული მართვის საუკეთესო სტანდარტების დანერგვისათვის მნიშვნელოვანია კორპორაციული მდივნის არსებობა.
საუკეთესო კორპორაციულ მმართველობას შეუძლია დაეხმაროს კომპანიებს გააუმჯობესონ საკუთარი ოპერირება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია გაუადვილოს მათ კაპიტალზე წვდომა. როგორ გამოიყურება ეს ინვესტორთა გადმოსახედიდან? როგორ აფასებენ ინვესტორები კორპორაციულ მმართველობას და რა მნიშვნელობა აქვს მას საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას?
ანგარიშვალდებულ საწარმოთა, იგივე საჯარო კომპანიათა ან ღია სააქციო საზოგადოებათა ჩამოყალიბება, ოპერირება, შიდა ადმინისტრირება და მათზე სახელმწიფო კონტროლი განსხვავდება ჩვეულებრივი დახურული ტიპის სააქციო საზოგადოებისაგან. აღნიშნული განსხვავება გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან, რაც გარკვეულწილად შეესაბამება ამ სფეროში არსებულ საერთაშორისო პრაქტიკას.
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კვლევა (Corporate Governance Success Stories), რომლის მიზანია მოახდინოს კორპორაციული მმართველობის საუკეთესო სტანდარტების დემონსტრირება რამდენიმე წარმატებული კომპანიის მაგალითზე, ეფუძნება შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების 11 კორპორაციის გამოცდილებას, რომელთა მაგალითიც ხაზს უსვამს ფაქტს, რა დადებითი ეფექტი აქვს კორპორაციული მართვის სტანდარტების გაუმჯობესებას კომპანიების ოპერირებაზე.
2017 წლის 5 ივლისს თბილისში გაიმართა კონფერენცია თემაზე: „დამოუკიდებელი დირექტორები: ძირითადი სარგებელი და უპირატესობები კომპანიებისთვის“. კონფერენცია ჩატარდა დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზებით. ღონისძიების მხარდამჭერი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
2017 წლის 30 ივნისს BlueOrchard-მა, შვეიცარული Impact Investment Manager-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ TERNES Real Estate Fund-ი, რომელიც არის პიონერი უძრავი ქონების კოლექტიურ ინვესტიციებში საქართველოში, ეტაპობრივად გადასცემს აქტივებს BlueOrchard-ს. ამასთანავე, BlueOrchard-მა დოქტორი საშა ტერნესი, TERNES Real Estate Fund-ის მმართველი პარტნიორი, აირჩია უძრავი ქონების უფროს ვიცე-პრეზიდენტად.
2017 წლის ივლისში გაიმართება კონფერენცია თემაზე: „დამოუკიდებელი დირექტორები: ძირითადი სარგებელი და უპირატესობები კომპანიებისთვის“. კონფერენციის ორგანიზატორები არიან დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანება და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD). ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
2016 წლიდან, საქართველოს კანონმდებლობაში სულ უფრო მეტია ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავენ მოქმედი კანონმდებლობის კორპორაციული მართვის საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანას. ერთერთი მათგანი ეხება აუდიტის კომიტეტს. რას წარმოადგენს აუდიტის კომიტეტი და რა მნიშვნელობა აქვს მას კორპორაციული მართვის სტანდარტებში? ამ საკითხებს მიმოიხილავს ქვემოთ მოცემული სტატია.
2017 წლის ივნისში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, რომლის მიხედვითაც, კერძო კომპანიების დიდ ნაწილს უჩნდებათ ვალდებულება ჩაატარონ აუდიტი IFRS-ის მიხედვით და ის საჯაროდ გამოაქვეყნონ. დღეისათვის საქართველოში კერძო კომპანიების მხოლოდ მცირე ნაწილი აქვეყნებს საჯაროდ საკუთარ ფინანსურ მაჩვენებლებს.
თანამედროვე, მობილურ და ძალიან სწრაფად ცვალებად სამყაროში კორპორაციების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა როლი ძალიან მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია. საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს მხოლოდ საზედამხედველო ფუნქცია არ აკისრიათ და ახალი გამოწვევები მათ ბევრი ვალდებულების წინაშე აყენებს. როგორია საბჭოს დამოუკიდებელ წევრთა როლი ახალ პარადიგმაში?
თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ის ინდექსში შევიდა. ამ ცვლილების შედეგად კიდევ უფრო გაიზრდება თიბისი ბანკის აქციებზე ხელმისაწვდომობა და შესაბამისად ეს აქციების ლიკვიდურობაზე იმოქმედებს.
პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ეროვნულ ბანკს ექნება უფლებამოსილება ზედამხედველობა გაუწიოს როგორც კომერციულ ბანკებს, ასევე საბანკო ჯგუფებს, რაც გულისხმობს მთლიანი ჯგუფის სიძლიერის შეფასებას ყველა იმ რისკის გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ბანკზე
.
პარლამენტში შესული ახალი კანონპროექტით, საქართველოს ეროვნული ბანკი შეძლებს დააწესოს არა გამარტივებული მოთხოვნები პროსპექტის დამტკიცების დროს, არამედ განსხვავებული მიდგომა გამოიჩინოს სხვადასხვა ტიპის ფასიანი ქაღალდის პროსპექტის დამტკიცებისას. ემიტენტები ვალდებული იქნებიან წარმოადგენინონ ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც კავშირში იქნება გამოსაშვებ ფასიან ქაღალდთან.
ბოლო ათწლეულების დემოგრაფიული ტენდენციის - სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდისა და ასევე, მოსახლეობის დაბერების პარალელურად, ბევრმა ქვეყანამ გაატარა ან ახლა ატარებს საპენსიო რეფორმას, რომელიც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ დემოგრაფიული პრობლების გადაწყვეტას არ ემსახურება და ქვეყნის შიგნით კაპიტალის ბაზრის განვითარების კატალიზატორადაც გვევლინება. რას გულისხმობს საპენსიო რეფორმა და რა როლი აქვს მასში კორპორაციული მართვის სტანდარტებს? ამ საკითხების განხილვას ეძღვნება ქვემოთ მოცემული სტატია.
2016 წლის 15 მაისს ძალაში შევიდა ცვლილება საქართველოს კანონში „მეწარმეთა შესახებ", რომლის მიხედვით კომპანიები, რომელთა ფასიანი ქაღალდები ივაჭრება საფონდო ბირჟაზე, ვალდებული არიან სამეთვალყურეო საბჭოში აირჩიონ კომპანიასთან არააფილირებული წევრები - დამოუკიდებელი დირექტორები, რომელთა როლი და უფლება-მოვალეობებიც განსხვავდება აღმასრულებელი დირექტორებისგან. ქვემოთ მოცემულ სტატიაში განხილულია დამოუკიდებელ დირექტორთა მოვალეობები და ფუნქციები სამეთვალყურეო საბჭოში.
სამეთვალყურეო საბჭოს წევრის დამოუკიდებლობის მოთხოვნა უმეტესწილად „რბილი სამართლის" სფეროდ მიიჩნევა, ვიდრე საკანონმდებლო აქტებისა. შესაბამისად, ზოგადი განმარტება, რომელიც მოცემულია მეწარმეთა შესახებ კანონში, საკმარისად უნდა მივიჩნიოთ იმ შემთხვევაში, თუ მისი დაკონკრეტება მოხდება კორპორაციული მართვის კოდექსით, სადაც დამოუკიდებლობა განსაზღვრული იქნება პოზიტიური და ნეგატიური ტესტების ოპტიმალური ერთობლიობით.
2017 წლის 3 მაისს გაიმართა ბიზნეს კაფეს მორიგი, მეცხრე შეხვედრა. ამჯერად მოწვეული სპიკერი იყო „დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების“ საბჭოს წევრი, უძრავი ქონების კომპანია TERNES Real Estate Fund-ის დამფუძნებელი, პროკრედიტ ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორი, საშა ტერნესი, რომელმაც ისაუბრა ორგანიზაციულ კულტურაზე, ბიზნეს ეთიკაზე და კორპორატიულ მართვაზე.
NEDA-მ (Non-Executive Directors’ Association) გამოსცა „დამოუკიდებელ დირექტორთა სახელმძღვანელოს“ განახლებული, მე-4 გამოცემა, ბრაიან კოულის ავტორობით.
იმის გათვალისწინებით,რა მნიშვნელობა შეიძინა დამოუკიდებელი დირექტორების ინსტიტუტმა კომპანიების საქმიანობაში ბოლო წლების განმავლობაში, დამოუკიდებელ დირექტორთა სახელმძღვანელო, წარმოადგენს ერთგვარ წყაროსა და მიმართულების მიმცემ რუკას მათთვის კარიერის ნებისმიერ საფეხურზე.
2017 წლის 21 აპრილს სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა „დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების“ წევრების მორიგი შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ვ. ყიფიანი, ტ. გვალია, ს. ტერნესი, მ. მაჭავარიანი, გ. ღლონტი, ი. კოვზანაძე, ს. გვალია და გ. ნასყიდაშვილი.
გამოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საკორპორაციო, საბანკო და ეკონომიკური სამართლის ინსტიტუტის გამოცემა „კაპიტალის ბაზრის ფუნქციაუნარიანობა: არსებული რეალობა და რეფორმის აუცილებლობა“.
„დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანებასა“ და შპს „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორებს“ - წამყვანი საკონსულტაციო კომპანია საქართველოში - შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან ითანამშრომლონ საქართველოში კორპორაციული მართვის საუკეთესო სტანდარტების დასანერგად.
თანამედროვე მსოფლიოში ბიზნესის ცივილიზებული წარმართვა წარმოუდგენელია კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტების დაცვის გარეშე.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნის საგარეო ვალის შესახებ 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. ინფორმაციის მიხედვით საგარეო ვალის მთლიანი მოცულობა შეადგენს 15, 5 მილიარდ აშშ დოლარს.
მემორანდუმით მხარეები თანხმდებიან საქართველოში კორპორაციული მართვის საუკეთესო მსოფლიო სტანდარტების დასანერგად წარმართონ საკუთარი საქმიანობა ურთიერთთანამშრომლობის, პარტნიორობისა და ერთმანეთისადმი ხელშეწყობის პრინციპებზე.
ბოლო ათწლეულებში აგორებული კორპორაციული სკანდალების შემდეგ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა დამოუკიდებელ დირექტორთა ინსტიტუტი.
„დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანებასა“ და „ბიდიოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ვაგრძელებთ სტატიების ციკლს კორპორაციული მართვის სტანდარტების შესახებ. ამჯერად განვიხილავთ ქართული საკანონმებლო სივრცის ბოლო პერიოდის სიახლეებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა ცვლილებათა პაკეტი „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.
ცვლილებების მთავარი მიზანია ქვეყანაში მინორიტარული ინვესტორების ინტერესების დაცვა და კორპორაციული მართვის სტანდარტების ამაღლება.
კანონპროექტში შესატანი ცვლილებათა პაკეტის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდნენ „დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანება", „ინვესტორთა საბჭო", „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია", საქართველოს საფონდო ბირჟა და საქართველოს ეროვნული ბანკი.
ბევრი მსჯელობა იყო და იქნება მოგების გადასახადის "ესტონური მოდელის" შემოღების შესახებ.
საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში კორპორაციული მართვის სტანდარტების შესახებ ტარიელ გვალიას საჯარო ლექცია ჩატარდა.
მოწვეულმა სტუმარმა კორპორაციული მართვის საუკეთსო სტანდარტების, სტრუქტურებისა და პროცესების ერთობლიობის შესახებ ისაუბრა და სტუდენტებს კორპორაციული მართვის კოდექსი, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები და ახალი გამოწვევები გააცნო.
კორპორაციული მართვის საუკეთესო მსოფლიო სტანდარტების დაცვა ხელს უწყობს კომპანიებს უფრო ეფექტიან საქმიანობაში, კაპიტალზე წვდომის გაუმჯობესებაში, რისკების შემცირებასა და არასწორი მენეჯმენტისგან თავის დაზღვევაში, ზრდის კომპანიის ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას ინვესტორების თვალში და იძლევა პარტნიორთა ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინების საშუალებას.
გაფორმებული მემორანდუმით მხარეები იღებენ ვალდებულებას წარმართონ საკუთარი საქმიანობა საქართველოში კორპორაციული მართვის საუკეთესო მსოფლიო სტანდარტების დასანერგად ურთიერთთანამშრომლობის, პარტნიორობისა და ერთმანეთისადმი ხელშეწყობის პრინციპებზე.
თანამედროვე მსოფლიოში ბიზნესის ცივილიზებული წარმართვა წარმოუდგენელია კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტების დაცვის გარეშე.
კორპორაციული მართვის სტანდარტების შეფასება საქართველოსა და პოლონეთში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ.
ინტერვიუ დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრთან ტარიელ გვალიასთან.
Page 1 of 2