წინამდებარე დოკუმენტი შექმნილია იმისათვის რომ იყოს პრაქტიკული და დახმარება გაუწიოს სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი დირექტორის არჩევის გადაწყვეტილების მიღების პროცესშიდა განმარტოს რა არის მოსალოდნელი ამ დანიშვნისაგან.
რას უნდა მოელოდეს კომპანია დამოუკიდებელი დირექტორისაგან?
სანამ დამოუკიდებელი დირექტორის არჩევა გადაწყდება, სამეთვალყურეო საბჭომ ყურადღებით უნდა განიხილოს სასარგებლოა იქნება თუ არა ეს არჩევანი კომპანიისათვის. ხშირად კრედიტორებს ან გარე ინვესტორებს უნდათ რომ დამოუკიდებელმა დირექტორმა წარმოადგინოს მათი ინტერესები სამეთვალყურეო საბჭოში ობიექტური პერსპექტივით. დამოუკიდებელ დირექტორს შეუძლია შემატოს დამატებითი უნარები და ცოდნა სამეთვალყურეო საბჭოს და ეს ორმხრივად სასარგებლო იქნება კომპანიისა და დამოუკიდებელი დირექტორისათვის, თუკი დანიშვნა მოხდება გააზრებულად, წინასწარ განსაზღვრული, ღია და კონსტრუქციული შერჩევის პროცესის საფუძველზე.
რატომ უნდა ვიფიქროთ დამოუკიდებელი დირექტორების არჩევაზე?
არსებობს მთელი რიგი მიზეზებისა თუ რატომ შეიძლება გადაწყვიტოს კერძო კომპანიამ დამოუკიდებელი დირექტორის არჩევა სამეთვალყურეო საბჭოში, მათ შორისაა:
- კომპანიამ შესაძლოა მოისურვოს ექსპერტის სპეციფიური ინდუსტრიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და რეპუტაციის გამოყენება, და მის კონტაქტებთან წვდომა ახალი ბიზნეს შესაძლებლობების ან კაპიტალის მოსაზიდად. ამასთან, გულდასმით მოაგვაროს ინტერესთა კონფლიქტის ნებისმიერი შემთხვევა.
- კომპანია შესაძლოა იყოს ზედმეტად პატარა ან არ ჰქონდეს ფინანსური შესაძლებლობა რომ დაიქირაოს სრულ განაკვეთზე მომუშავე აღმასრულებელი დირექტორები. ამ შემთვევაში, დამოუკიდებელი დირექტორის არჩევამ შესაძლოა გააფართოვოს და გაამდიდროს სამეთვალყურეო საბჭოს გამოცდილება და უნარ-ჩვევები შედარებით მიზანშეწონილი დანახარჯებით.
- ახალ, დამწყებ კომპანიას გამოცდილი დამოუკიდებელი დირექტორი დაეხმარება გაუმკლავდეს გამოწვევებს და მისცეს სტრატეგიული რჩევა ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში ზედმეტი ჩარევის გარეშე
- ხშირად, კრედიტორები და გარე ინვესტორები მოითხოვენ დამოუკიდებელ დირექტორის არსებობას კომპანიაში. ეს ხდება მზარდი ოჯახური კომპანიის შემთხვევაში, სადაც დამოუკიდებელი დირექტორი გადამწყვეტ როლს ასრულებს კომპანიის შემდგომ საფეხურზე გადასაყვანად.
სამეთვალყურეო სამჭომ უნდა მიიღოს გაანალიზებული გადაწყვეტილება, დაასაბუთოს მიზეზები და გადაწყვიტოს დანიშნავს თუ არა დამოუკიდებელ დირექტორს. თუ გადაწყდა, რომ დაინიშნოს ერთი ან მეტი დამოუკიდებელი დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭომ უნდა მოიფიქროს რას მოელის ამ დანიშვნებისგან და განიხილოს შემდგომი საკითხები.
სტრატეგიულ ლიდერობაში წვლილის შეტანა
კომპანიის მენეჯმენტის როლი არის აწარმოოს ბიზნესის ყოველდღიური აქტივობები სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სტრატეგიის შესაბამისად. დამოუკიდებელი დირექტორის დანიშვნის მოსალოდნელი უპირატესობებია სტრატეგიის განვითარებაში მათი წვრილის შეტანა და მენეჯმენტის სტრატეგიული გეგმების ეფექტური გამოწვევა. კომპანია დამოუკიდებელი დირექტორისაგან უნდა მოელოდეს:
- შემოიტანოს გარე, დამოუკიდებელი პერსპექტივა
- შეაფასოს კომპანიის მენეჯმენტის წინადადებები
- დაეხმაროს სტრატეგიისა და მიზნების შემუშავება-შესწორებაში.
- უზრუნველყოს სათანადო რისკის მართვის და შიდა კონტროლის სტრუქტურის არსებობა და დანერგვა ბიზნესის ყველა ასპექტში,
- მხედველობაში მიიღოს ამჟამინდელი მენეჯმენტის გეგმა მომავალი მენეჯმენტის კანდიდატურებზე.
დამოუკიდებლობა
დამოუკიდებელი დირექტორი უნდა იყოს კომპანიისათვის გარეშე პირი, რომელიც შემოიტანს გარე პერსპექტივებს სამეთვალყურეო საბჭოში, არ იქნება ჩართული კომპანიის შიდა საქმიანობაში და არ ექნება ახლო ურთიერთობა კომპანიასთან. მაგალითად, როგორც მიმწოდებელს ან მომხმარებელს.
დამოუკიდებლობა არ გულისმობს იმას, რომ დირექტორმა თავისი აზრი ჩამოაყალიბოს იზოლაციაში. დირექტორს შეუძლია მიიღოს რჩევა ან ინფორმაცია სხვებისაგან, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას ის უნდა დაეყრდნოს მხოლოდ საკუთარ აზრს. დამოუკიდებელი დირექტორი უნდა იყოს იმდენად ძლიერი რომ შეეძლოს თქვას „არა“ და ასევე სანდო, რათა ჰქონდეს სამეთვალყურეო საბჭოს პატივისცემა.
კომპანია დამოუკიდებელი დირექტორისაგან უნდა მოელოდოს რომ:
- კრიტიკულად შეადაროს მენეჯმენტის საქმიანობა კომპანიის მიზნებს
- ისწრაფვოდეს უზრუნველყოს ინტეგრირეული და ხარისხიანი მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემა
- დაეხმაროს აღმასრულებლების შესაბამისი ანაზღაურების განსაზღვრაში და დარწმუნდეს რომ არ ხდება გადაჭარბებული ან დაუმსახურებელი ანაზღაურების გაცემა
- მისცეს რჩევა სამეთვალყურეო საბჭოს თავის ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით.
უნარები და გამოცდილება
ეფექტურ სამეთვალყურეო საბჭოს უნდა ჰქონდეს დაბალანსებული უნარები და გამოცდილება, რომელიც შეესაბამება ბიზნესის ზომასა და მოთხოვნებს. დამოუკიდებელმა დირექტორებმა უნდა შეავსონ სამეთვალყურეო საბჭოს უნარები და ქონდეთ შესაბამისი გამოცდილება.
რას ნიშნავს იყო სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
სამეთვალყურეო საბჭო კოლექტიურად არის პასუხისმგებელი კომპანიის წარმატებაზე და დამოუკიდებელი დირექტორი იზიარებს ამ პასუხისმგებლობას. დამოუკიდებელ დირექტორს სრულფასოვნად უნდა ესმოდეს კომპანიის ბიზნესი, მუდმივად ესწრებოდეს სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრებს, იყოს ინფორმირებული და გამოყოს საკმარისი დრო ამ საქმიანობისათვის.
როგორ იპოვოთ დამოუკიდებელ დირექტორი?
თუ კომპანია გადაწყვიტავს დამოუკიდებელი დირექტორის არჩევას, სად შეიძლება შესაფერისი კანდიდატის პოვნა?
- დამოუკიდებელი დირექტორების ასოციაცია
- დასაქმების სააგენტოები
- არაფორმალური ბიზნეს ურთიერთობები
- დასაქმების განცხადებები სპეციალურ ჟურნალებში
დანიშვნის ვადები
როგორც წესი, ნებისმიერი პერსონალის დანიშვნას აქვს გარკვეული პროცედურა. კომპანიამ იმავე პროცედურით უნდა იხელმძღვანელოს დამოუკიდებელი დირექტორის არჩევის დროს.
დამოუკიდებელი დირექტორი:
- აირჩევა სამეთვალყურეო საბჭოში და ექნება არსებითი ზეგავლენა კომპანიაზე
- იქნება დანიშნული კონრეტული (განახლებადი) დროით
- მიეცემა ანაზღაურება.
დამოუკიდებელი დირექტორის თანამდებობიდან გადაყენება
შერჩევის პროცესის სიმკაცრის მიუხედავად შესაძლოა, დამოუკიდებელი დირექტორის საქმიანობა არ იყოს დამაკმაყოფილებელი. ასეთ შემთხვევისათვის, დანიშვნის წერილი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თანამდებობიდან დაუყონებლივ გათავისუფლების პროცედურის შესახებ.