2017 წლის 23 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს კანონში „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ მიიღო ცვლილებები, რომლებიც მნიშვნელოვანია საბანკო სივრცეში კორპორაციული მართვის კარგი პრაქტიკის დამკვიდრების თვალსაზრისით. აღნიშნული ცვლილებები მკაფიო გზავნილს აძლევს საბანკო სექტორს და ფართო საზოგადოებას იმის შესახებ, რომ კორპორაციული მართვა ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ბანკისთვის.
აღსანიშნავია ცვლილება, რომელიც შეეხება აუდიტის კომიტეტს, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ სამეთვალურეო საბჭოს წევრები, რომელთა უმრავლესობა უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წვერი, უნდა იყვნენ აუდიტის კომიტეტში. კანონში წარმოდგენელია დამოუკიდებლობის ზოგადი დეფინიცია და ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამისილება დაადგინოს დამოუკიდებლობის დამატებითი კრიტერიუმები, ვინაიდან კანონში მოცემული დამოუკიდებლობის განსაზღვრა ზოგადი ხასიათისაა და ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
იხილეთ სტატიის ბმული: www.bm.ge