BDO logo

„დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანებასა“ და „ბიდიოს“  - წამყვანი აუდიტორული კომპანია მსოფლიოსა და  საქართველოში - შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
 
გაფორმებული მემორანდუმით მხარეები იღებენ ვალდებულებას წარმართონ საკუთარი საქმიანობა საქართველოში კორპორაციული მართვის საუკეთესო მსოფლიო სტანდარტების დასანერგად ურთიერთთანამშრომლობის, პარტნიორობისა და ერთმანეთისადმი ხელშეწყობის პრინციპებზე.
აღნიშნული მიზნების მისაღწევად, „ბიდიო“ ფინანსურ დახმარებას გაუწევს გაერთიანებას მიმდინარე პროექტების განსახორციელებლად, ხოლო „დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანება“ გამოიყენებს მთელ თავის კორპორაციულ რესურსს და საინფორმაციო ბაზას, ასევე,  მისი წევრების ინტელექტუალურ რესურსს, გამოცდილებას  და ინფორმაციას.