1.conference
 

2017 წლის ივლისში გაიმართება კონფერენცია თემაზე: „დამოუკიდებელი დირექტორები: ძირითადი სარგებელი და უპირატესობები კომპანიებისთვის“. კონფერენციის ორგანიზატორები არიან დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანება და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD). ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.


კონფერენციას გახსნიან გიორგი გახარია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ბრუნო ბალვანერა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში და საშა ტერნესი, დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრი. ღონისძიებას დაესწრებიან სტუმრები სამთავრობო და ბიზნეს სექტორიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანება შეიქმნა 2016 წლის აპრილში სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრების როლის წარმოსადგენად, მხარდასაჭერად და ხელისშემწყობად საქართველოში. გაერთიანების მიზანია ხელი შეუწყოს კორპორაციული მართვის სტანდარტების გაუმჯობესებას ადგილობრივ კომპანიებში.
2016 წლის მაისში ძალაში შევიდა ცვლილებები კანონებში მეწარმეთა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ. ცვლილებები ითვალისწინებს „ანგარიშვალდებული საწარმოების“ სამეთვალყურეო საბჭოებში მინიმუმ ერთი დამოუკიდებელი დირექტორის არჩევას.
2017 წლის ივნისის საკანონმდებლო ცვლილებებით აუდიტის კომიტეტი წარმოადგენს სამეთვალყურეო საბჭოს ქვეკომიტეტს და დაკომპლექტებულია მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისგან. უფრო მეტიც, აუდიტის კომიტეტის ერთი წევრი მაინც უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი დირექტორი.

.
 
იხილეთ მეტი: