საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა ცვლილებათა პაკეტი „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.
ცვლილებების მთავარი მიზანია ქვეყანაში მინორიტარული ინვესტორების ინტერესების დაცვა და კორპორაციული მართვის სტანდარტების ამაღლება.
კანონპროექტში შესატანი ცვლილებათა პაკეტის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდნენ „დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანება", „ინვესტორთა საბჭო", „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია", საქართველოს საფონდო ბირჟა და საქართველოს ეროვნული ბანკი.
ცვლილებების შესახებ ვრცლად იხილეთ მბულზე: www.matsne.gov.ge