1

„დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანებასა“ და შპს „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორებს“ - წამყვანი საკონსულტაციო კომპანია საქართველოში - შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან ითანამშრომლონ საქართველოში კორპორაციული მართვის საუკეთესო სტანდარტების დასანერგად. 

მემორანდუმის მიზნების მისაღწევად „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“ ფინანსურ დახმარებას გაუწევს გაერთიანებას მიმდინარე პროექტების განსახორციელებლად, ხოლო „დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანება“ გამოიყენებს საკუთარ კორპორაციულ რესურსს და საინფორმაციო ბაზას, მისი წევრების ინტელექტუალურ რესურსს, გამოცდილებას და ინფორმაციას.

თანამშრომლობა შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის სრულყოფა; ბიზნეს წრეებთან, მასმედიასთან, პროფესიონალურ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კორპორაციული მართვის საუკეთესო მსოფლიო სტანდარტების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით; თანამშრომლობა ქართულ კომპანიებში დამოუკიდებელ დირექტორთა ინსტიტუტის დანერგვისათვის და ქვეყანაში „კორპორაციული მართვის კოდექსის“ მისაღებად. ასევე, სხვადასხვა სახის ღონისძიების მოწყობა და სტატიების და ინტერვიუების გამოქვეყნება მასმედიის საშუალებებში.