Tariel Gvalia

ტარიელ გვალია
საბჭოს წევრი

ტარიელს აქვს 30 წელზე მეტი ხნის გამოცდილება საბანკო და საფინანსო ინდუსტრიაში. 1995 წლიდან ის იყო თბილუნივერსალბანკის დამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, მის საქართველოს ბანკთან შერწყმამდე (ქვეყნის უდიდესი ბანკი, დაშვებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, FTSE 250). შერწყმის შემდგომ, ტარიელმა  დაიკავა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა. 2008 წლიდან 2010 წლამდე მას ეკავა ბელარუსის სახალხო ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა, სადაც ის ამჟამადაც საქმიანობს, როგორც დამოუკიდებელი დირექტორი. ტარიელ გვალიამ საქართველოში დააფუძნა რამდენიმე წამყვანი კომპანია, როგორებიცაა: GCG აუდიტი, Galt & Taggart და საქართველოს სალიზინგო კომპანია. გარდა ამისა, ის არის საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, BARTA საქართველოს ჟიურის წევრი, აფხაზი სტუდენტების დახმარების ფონდის დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე. ტარიელს აქვს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეკონომიკური მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი. 

 

Sascha Ternes v2

დოქ. საშა ტერნესი
საბჭოს წევრი

საშას, რომელიც არის გერმანიის მოქალაქე, აქვს განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ფინანსური ბაზრების 20 წლიანი ხელმძღვანელობის გამოცდილება, განმტკიცებული საბანკო და საფინანსო სფეროში დატოვებული მნიშვნელოვანი კვალით. ის 2007 წლიდან ცხოვრობს საქართველოში, სადაც თავდაპირველად იყო პროკრედიტ ბანკი საქართველოს (მესამე უდიდესი ბანკი ქვეყანაში, ბაზრის ლიდერი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების სესხებში) ფინანსური დირექტორი, ხოლო მოგვიანებით ამავე ბანკის გენერალური დირექტორი. შემდგომ საქართველოს ბანკის (ქვეყნის უდიდესი ბანკი, დაშვებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, FTSE 250) გენერალური დირექტორის მოადგილე თანამდებობებს. 2015 წელს საშამ დააარსა ტერნეს უძრავი ქონების ფონდი, პიონერი საქართველოში მაღალშემოსავლიანი უძრავი ქონების პორტფოლიოების შექმნისათვის კოლექტიურ ინვესტიციებში, რომელიც 2017 წელს შეიძინა BlueOrchard-მა, შვეიცარული Impact Investment Manager-მა, სადაც საშა ტერნესს უკავია უფროსი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. საქართველოში ჩამოსვლამდე, 13 წლის განმავლობაში საშას ეჭირა სხვადასხვა ხელმძღვანელი პოზიცია გერმანულ ტექნოლოგიურ ჯგუფში, რომელიც ფოკუსირებული იყო საერთაშორისო განვითარებაზე და ინვესტირებაზე. ის პასუხისმგებელი იყო 10 ქვეყანაში მრავალგვარი ოპერაციების განხორციელებასა და თვალყურის დევნებაზე და მისი მოვალეობები მოიცავდა აქტივობებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ახლო აღმოსავლეჩი. საშას აქვს განათლება ფინანსებსა და ბიზნესის ადმინისტრირებაში და დაჯილდოვებულია გერმანიის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადასტურებული, საპატიო დოქტორის ხარისხით. საშა არის საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრი (FSA). მას ასევე, მოხალისეობრივ საწყისებზე, დაკავებული აქვს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების თავმჯდომარის (DWV), ასევე თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის თავმჯდომარის პოზიციები, იგი არის ორივე ორგანიზაციის თანადამფუძნებელი.

 

Gigi Glonti

გიორგი ღლონტი
საბჭოს წევრი

ბანკირი და ფინანსისტი, ამ სფეროში 20 წელზე მეტი ხნის მუშაობის პრაქტიკით. 10 წელზე მეტი ხნის წარმატებული გამოცდილებით სტრატეგიულ და კრიზისების მართვაში. ამჟამად "პაშა ბანკი საქართველოს" სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე, "SWIFT სერვის ბიურო საქართველოს" არააღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი. მენეჯერულ კონსულტაციაში და ბიზნესის შემობრუნებაში (Turnarounds) სპეციალიზირებული დამოუკიდებელი კონტრაქტორი. საქართველოს დამოუკიდებელი დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრი. საბანკო და ფინანსების სფეროში ცოდნის და გამოცდილების გამოყენებით ფინტექ პროექტების ინიციატორი. წარსული მიღწევები მოიცავს - კრიზის მენეჯერის როლში ადგილობრივი (საქართველო) წამყვანი ფასიანი ტელევიზიის ზარალიანი ბიზნესის აღმასრულებელი მენეჯმენტის გადმობარება, შემოსავლების ტრანსფორმაცია, საოპერაციო მოგების და მომხმარებელთა ბაზის გაორმაგება; აღმასრულებელი დირექტორის როლში ადგილობრივი (საქართველო) კომერციული ბანკების (დღეს ლიბერთი ბანკი და ტერა ბანკი) წარმატებული შემობრუნებები და ტრანსფორმაციები; ვიცე პრეზიდენტის როლში ცენტრალური ბანკის ოპერაციების ოპტიმიზაცია და მარეგულირებელი ბაზის მოდერნიზება. 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის მაგისტრის ხარისხით ბანკების და ფინანსების სპეციალობით. 

 

Victor Kipiani

ვიქტორ ყიფიანი
საბჭოს წევრი

ვიქტორი არის იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“-ს (MKD) დამფუძნებელი და აღმასრულებელი პარტნიორი. მას აქვს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიებისა და ინსტიტუციებისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე სამართლებრივი კონსულტაციის 20 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ბიზნეს სამართლის, პროექტების დაფინანსების, საბანკო, კაპიტალის ბაზრის, საინვესტიციო სამართლის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, მარეგულირებელი და კორპორაციული სამართლის სფეროში. იგი ასევე ეწევა საქმიანობას შედარებით სამართალმცოდნეობასა და საჯარო სამართალში. გარდა ამისა, ვიქტორს აქვს სამთავრობო უწყებებთან ერთად მუშაობის მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება, გლობალური კომპანიებისათვის მათი ადგილობრივ ბაზარზე წარმატებული მოღვაწეობისათვის რჩევების მიცემის საკითხში. მას აქვს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინების დიპლომი სამართალში, ექსეტერის უნივერსიტეტის (ჩივნინგის სტიპენდია) სამართლის მაგისტრის ხარისხი და ვაშინგტონის უნივერისტეტის დოქტორის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში. ვიქტორი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის საბჭოს წევრი და საქართველო-უკრაინის ბიზნეს კლუბის თანათავმჯდომარე. ის რეკომენდირებულია როგორც წამყვანი კერძო იურისტი ყველა ძირითადი საერთაშორისო ცნობარისა და გამომცემლობის მიერ საქართველოში, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო სამართლებრივი მიმოხილვის, Chambers Global-ის, Chambers Europe-ის, Who's Who Legal-ის, The Legal 500-ის მიხედვით. ვიქტორი რეგულარულად წერს სხვადასხვა სამართლებრივ, ბიზნეს და საჯარო თემებზე ადგილობრივ და უცხოურ გამომცემლობებში და მონაწილეობს, როგორც წარმომადგენელი და შუამავალი სხვადასხვა საშინაო თუ საგარეო საკითხებში.