„დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების“ პროექტების მენეჯერის პოზიციაზე დაინიშნა მაკა ღანიაშვილი. მას აქვს მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება კერძო და არასამთავრობო სექტორში.
სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალისტად ბეჭდურ და ონლაინ გამოცემებში. ამჟამად არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი.