4 ივლისი 2023
2023 წლის 3 ივლისს სასტუმრო “რუმს თბილისში” გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების და დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების (IDA) ერთობლივი ბიზნეს ფორუმი გაიმართა.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბატონი ერნსტ პეტერ ფიშერი და დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების (IDA) საბჭოს წევრი, ბატონი ტარიელ გვალია.
ღონისძიება გახსნა და წარმართა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, დოქ. საშა ტერნესმა.
გერმანიის რესპუბლიკური ფედერაციის ელჩმა საქართველოში, ბ-ნ ერნსტ პეტერ ფიშერმა მიმოიხილა არსებული ვითარება.
IDA-ს მმართველი საბჭოს წევრმა, ბ-ნ ტარიელ გვალიამ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: "კორპორატიული მმართველობა და ეფექტური სამეთვალყურეო საბჭო - ბიზნესის წარმატების ფორმულა".
მოხსენების შემდეგ მონაწილეებმა დასვეს შეკითხვები და მიიღეს დამატებითი ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე; გაიმართა საინტერესო დისკუსია. ფორუმის დასასრულს კი სტუმრებმა ერთმანეთთან კომუნიკაცია არაფორმალურ გარემოშიც შეძლეს.