20.11.2020 წელი
2020 წლის 20 ნოემბერს გაიმართა დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების და New Tiflis Institute-ის ერთობლივი ღონისძიება. შეხვედრაზე დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების წევრმა კახა ბაინდურაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია "ახალგაზრდობის განვითარება VS ახალგზარდობის დეგრადაცია",რომელიც შეეხება ისეთ სერიოზულ გამოწვევას, როგორიცაა განათლება (საბაზისო და პროფესიული) რეგიონებში, მისი შემდგომი ნეგატიური გავლენა ახალგაზრდა თაობაზე (18-25) და ეკონომიკაზე. პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა მსჯელობა აღნიშნული გამოწვევის გადაჭრის გზებსა და პროცესის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ (მსხვილი და საშუალო კორპორაციების და ინვესტორების როლი).