გამოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საკორპორაციო, საბანკო და ეკონომიკური სამართლის ინსტიტუტის გამოცემა „კაპიტალის ბაზრის ფუნქციაუნარიანობა: არსებული რეალობა და რეფორმის აუცილებლობა“.
ნაშრომის ავტორები არიან: ირაკლი ბურდული, გიორგი მახარობლიშვილი, დემეტრე ეგნატაშვილი და თორნიკე ებანოიძე. კვლევა განკუთვნილია ამ სფეროს სპეციალისტი იურისტებისა და ეკონომისტებისათვის. გამოცემის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოში წამყვანი იურიდიული კომპანია "მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური".