პროფილი

იხილეთ ასევე:

პროფილი

დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანება შეიქმნა საქართველოში, სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრების როლის ღირსეულად წარმოსადგენად, მხარდასაჭერად და ხელისშემწყობად.

დამოუკიდებელ დირექტორებს ირჩევენ სამეთვალყურეო ან მრჩეველთა საბჭოში სხვადასხვა მისიის შესრულებლად. უფრო ზუსტად, დამოუკიდებელი დირექტორების არსებობა გამიზნულია საბჭოს ეფექტურობის გაზრდისათვის და კორპორაციული მართვის სტანდარტების ამაღლებაში წვლილის შესატანად.

2016 წლის მაისში საქართველოს კანონში „მეწარმეთა შესახებ“ ცვლილებების მიხედვით სააქციო საზოგადოებისათვის სამართლებრივი მოთხოვნაა ჰყავდეს მინიმუმ ერთი დამოუკიდებელი დირექტორი სამეთვალყურეო საბჭოში.

გაერთიანება დაარსდა 2016 წლის აპრილში მულტინაციონალური უფროსი მენეჯერების ჯგუფის მიერ, რომელთაც აქვთ დიდი საერთაშორისო გამოცდილება და მიღწევები მათ პროფესიული სფეროში - საბანკო, ფინანსური, სამართლებრივი, საკონსულტაციო, ბიზნეს ადმინისტირებისა და სხვა.

გაერთიანება ფოკუსირებულია იმ ოპერაციულ საკითხებზე, რომელთაც შეიძლება წააწყდნენ დამოუკიდებელი დირექტორები და კომპანიები - მათი სიდიდის, ტიპის ან ინდუსტრიული სექტორის მიუხედავად.

ka_GE