დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების ახალი წევრია გალინა ალაგარდოვა.
გალინა, საბერძნეთის მოქალაქე, ფინანსური მენეჯმენტისა და კორპორაციული მართვის პროფესიონალია, რომელსაც აქვს +20 წლიანი გამოცდილება ფინანსურ მენეჯმენტში, პროექტების მართვაში, კორპორაციულ მართვაში, საჯარო ფინანსების მენეჯმენტსა და ზოგად ხელმძღვანელობაში სხვადასხვა პოზიციაზე KPMG - ში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში (IFC), მსოფლიო ბანკსა და გლობალურ ფონდში (შვეიცარია). თავისი კარიერის განმავლობაში გალინა უწევდა კონსულტაციებს კერძო კომპანიებსა და ბანკებს კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ფინანსური გამჭვირალოების, აღრიცხვის, აუდუტისა და ანგარიშგების საკითხებში; იგი, კომპანიების ფინანსური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, ამუშავებდა სამოქმედო გეგმებს და აკვირდებოდა მათ ეფექტურ განხორციელებას. გალინა ამუშავებდა კორპორაციული მართვის ნორმატივებსა და კოდექსს საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისთვის, აგრეთვე ამზადებდა შიდა აუდიტის, წლიური ანგარიშგების წესდებებსა და კანონპროექტებს; შეიმუშავა შიდა აუდიტის, აუდიტორული კომიტეტისა და წლიური ანგარიშების დებულებები, ასევე კორპორაციული მართვის სახელმძღვანელოები და ფინანსური ფორმები ლისტინგური კომპანიებისთვის, სადაზღვევო კომპანიებისა და კომერციული ბანკებისთვის. გალინა ხელმძღვანელობდა რამოდენიმე საკმაოდ წარმატებულ პროექტებს საჯარო ფინანსების მენეჯმენტში (PFM) საქართველოსა და ცენტრალურ აზიაში, ამ პროექტების ფარგლებში უწევდა კონსულტაციებს პარტნიორებს და ატარებდა ტრენინგებს ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებით. გალინა ხელმძღვანელობდა მსოფლიო ბანკის აღრიცხვისა და აუდიტის ROSC პროგრამას საქართველოში და აქტიურად მონაწილეობდა ქვეყანაში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის წარმატებულ რეფორმებში. ის კოორდინაციას უწევდა მთავრობასთან, დონორ საზოგადოებასთან, კერძო კომპანიებთან და ბანკებთან, პროფესიონალურ ორგანიზაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობას. გალინა არის დიპლომირებული, სერტიფიცირებული ბუღალტერი (FCCA/ACCA). მას აქვს მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მართვაში და ინჟინერის დიპლომი.
იხილეთ ბმული: id.org.ge