"კორპორაციული მართვის სისტემის მთავარი კომპონენტია სამეთვალყურეო საბჭო, რომლის მთავარი ფუნქციაა, კომპანიის განვითარებისათვის სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება. საბჭო, ამავე დროს, უნდა იყოს მენეჯმენტის მრჩეველი და ზედამხედველი. სამეთვალყურეო საბჭოს თავისი მოვალეობების სათანადოდ შესასრულებლად სჭირდება მაღალი კვალიფიკაციის და ობიექტური წევრები. სწორედ კვალიფიციური, დამოუკიდებელი და ეფექტური საბჭო იქნება მენეჯმენტის აქტიური პარტნიორი.
სამეთვალყურეო საბჭოს მუშა ორგანოებია კომიტეტები, რომელთა გარეშე საბჭოს ფუნქციონირება არაეფექტურია. დამოუკიდებელი დირექტორები პერმანენტულად მუშაობენ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ შექმნილი კომიტეტების ფორმატში. სწორედ საბჭოს კომიტეტები - აუდიტის, რისკის მართვის, ნომინირების და კომპენსაციის, არის დამოუკიდებელი დირექტორის აქტივობის მთავარი მოედანი."
იხილეთ ბმული: www.bm.ge