იხილეთ ასევე:
გამგეობა
ტარიელ გვალია
საბჭოს წევრი
ტარიელს აქვს 30 წელზე მეტი ხნის გამოცდილება საბანკო და საფინანსო ინდუსტრიაში. 1995 წლიდან ის იყო თბილუნივერსალბანკის დამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, მის საქართველოს ბანკთან შერწყმამდე (ქვეყნის უდიდესი ბანკი, დაშვებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, FTSE 250). შერწყმის შემდგომ, ტარიელმა დაიკავა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა. 2008 წლიდან 2010 წლამდე მას ეკავა ბელარუსის სახალხო ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა, სადაც ის ამჟამადაც საქმიანობს, როგორც დამოუკიდებელი დირექტორი. ტარიელ გვალიამ საქართველოში დააფუძნა რამდენიმე წამყვანი კომპანია, როგორებიცაა: GCG აუდიტი, Galt & Taggart და საქართველოს სალიზინგო კომპანია. გარდა ამისა, ის არის საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, BARTA საქართველოს ჟიურის წევრი, აფხაზი სტუდენტების დახმარების ფონდის დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე. ტარიელს აქვს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეკონომიკური მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი..
დოქ. საშა ტერნესი
საბჭოს წევრი
Sascha, a citizen of Germany, has 20 years of management experience in emerging markets, with a proven track record in the area of finance and banking. He resides in Georgia since 2007, where he initially served as CFO and later as CEO of ProCredit Bank Georgia (the 3rd largest bank in the country, the market leader in MSME lending) and subsequently as Deputy CEO of Bank of Georgia (the country’s largest bank, listed on the London Stock Exchange, FTSE 250). In 2015 Sascha established TERNES Real Estate Fund, the pioneer in collective investments for creating high-yielding real-estate portfolios in Georgia, which in 2017 was acquired by BlueOrchard Finance, a licensed Swiss impact asset manager, where Sascha now serves as COO. Prior to relocating to Georgia, Sascha held various senior executive positions over the course of 13 years in a German Technology Group which focused on international development and investment. Here he was responsible for the implementation and supervision of numerous operations in 10 countries, with duties including assignments to Central and Eastern Europe and the Middle East. Sascha has a background in finance and business administration and was awarded with an honorary doctoral degree, affirmed by the German Ministry of Education & Science. Sascha is a Board Member of Georgia’s Financial Supervision Agency (FSA). He also serves on a volunteer basis as Chairman of the German Business Association (DWV) in Georgia as well as Chairman of the German International School Tbilisi, both organizations which he co-founded.
გიორგი ღლონტი
საბჭოს წევრი
ბანკირი და ფინანსისტი, ამ სფეროში 20 წელზე მეტი ხნის მუშაობის პრაქტიკით. 10 წელზე მეტი ხნის წარმატებული გამოცდილებით სტრატეგიულ და კრიზისების მართვაში. ამჟამად "პაშა ბანკი საქართველოს" სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე, "SWIFT სერვის ბიურო საქართველოს" არააღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი. მენეჯერულ კონსულტაციაში და ბიზნესის შემობრუნებაში (Turnarounds) სპეციალიზირებული დამოუკიდებელი კონტრაქტორი. საქართველოს დამოუკიდებელი დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრი. საბანკო და ფინანსების სფეროში ცოდნის და გამოცდილების გამოყენებით ფინტექ პროექტების ინიციატორი. წარსული მიღწევები მოიცავს - კრიზის მენეჯერის როლში ადგილობრივი (საქართველო) წამყვანი ფასიანი ტელევიზიის ზარალიანი ბიზნესის აღმასრულებელი მენეჯმენტის გადმობარება, შემოსავლების ტრანსფორმაცია, საოპერაციო მოგების და მომხმარებელთა ბაზის გაორმაგება; აღმასრულებელი დირექტორის როლში ადგილობრივი (საქართველო) კომერციული ბანკების (დღეს ლიბერთი ბანკი და ტერა ბანკი) წარმატებული შემობრუნებები და ტრანსფორმაციები; ვიცე პრეზიდენტის როლში ცენტრალური ბანკის ოპერაციების ოპტიმიზაცია და მარეგულირებელი ბაზის მოდერნიზება. 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის მაგისტრის ხარისხით ბანკების და ფინანსების სპეციალობით.
ვიქტორ ყიფიანი
საბჭოს წევრი
ვიქტორი არის იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“-ს (MKD) დამფუძნებელი და აღმასრულებელი პარტნიორი. მას აქვს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიებისა და ინსტიტუციებისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე სამართლებრივი კონსულტაციის 20 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ბიზნეს სამართლის, პროექტების დაფინანსების, საბანკო, კაპიტალის ბაზრის, საინვესტიციო სამართლის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, მარეგულირებელი და კორპორაციული სამართლის სფეროში. იგი ასევე ეწევა საქმიანობას შედარებით სამართალმცოდნეობასა და საჯარო სამართალში. გარდა ამისა, ვიქტორს აქვს სამთავრობო უწყებებთან ერთად მუშაობის მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება, გლობალური კომპანიებისათვის მათი ადგილობრივ ბაზარზე წარმატებული მოღვაწეობისათვის რჩევების მიცემის საკითხში. მას აქვს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინების დიპლომი სამართალში, ექსეტერის უნივერსიტეტის (ჩივნინგის სტიპენდია) სამართლის მაგისტრის ხარისხი და ვაშინგტონის უნივერისტეტის დოქტორის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში. ვიქტორი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის საბჭოს წევრი და საქართველო-უკრაინის ბიზნეს კლუბის თანათავმჯდომარე. ის რეკომენდირებულია როგორც წამყვანი კერძო იურისტი ყველა ძირითადი საერთაშორისო ცნობარისა და გამომცემლობის მიერ საქართველოში, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო სამართლებრივი მიმოხილვის, Chambers Global-ის, Chambers Europe-ის, Who's Who Legal-ის, The Legal 500-ის მიხედვით. ვიქტორი რეგულარულად წერს სხვადასხვა სამართლებრივ, ბიზნეს და საჯარო თემებზე ადგილობრივ და უცხოურ გამომცემლობებში და მონაწილეობს, როგორც წარმომადგენელი და შუამავალი სხვადასხვა საშინაო თუ საგარეო საკითხებში.