საქართველო აწესებს საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი ინიციატივით

ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულმა ფონდმა, ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ხელშეწყობით, საქართველოს საფონდო ბირჟაზე ლისტინგში დაშვებული კომპანიებისთვის 2019 წლის შემოდგომაზე კონკურსი გამოაცხადა.

საქართველოს ეკონომიკის წარმატება მნიშვნელოვან წილად იქნება დამოკიდებული კერძო სექტორის უნარზე მოიზიდოს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორები. მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების გლობალურ რეიტინგში საქართველოს სახარბიელო მე-6 ადგილი უკავია, მაგრამ საქართველოს კაპიტალის ბაზრები, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩათვლით, არასაკმარისადაა განვითარებული და საჭიროებს ხელშეწყობის მექანიზმებს და ღონისძიებებს მათი ზრდის სტიმულირებისთვის. Doing Business rankingsსაუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (RSF) მიერ დაწესდა, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის, საქართველოს საფონდო ბირჟის (GSE), საქართველოს ეროვნული ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) და სხვების დახმარებით, უმაღლესი ხარისხის ანგარიშგების მქონე კომპანიების წახალისების საშუალებით ბირჟაზე ლისტინგში დაშვებული კომპანიების ანგარიშგების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. რეგულირების მოთხოვნების და საუკეთესო გლობალური პრაქტიკის შესაბამისი მაღალი დონის ანგარიშგების პრაქტიკა გამიზნულია ქართველი ინვესტორების უკეთესი ინფორმირებისა და დაცვისთვის და მათი წახალისებისთვის ინვესტირება განახორციელონ ბირჟაზე ლისტინგში დაშვებულ ქართულ კომპანიებში. ლისტინგში ახალი კომპანიების და ინვესტორების მოზიდვა საქართველოს საფონდო ბირჟას ზრდაში დაეხმარება.

შეფასების პროცესი

ჯილდოს გადაცემა მოხდება 3-ეტაპიანი შეფასების საფუძველზე, რომელიც მოიცავს თავდაპირველ გაცხრილვას, წინასწარი შერჩევის შედეგად გამოვლენილი კომპანიების დეტალურ შეფასებას, და ბოლოს, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჟიურის მიერ გამარჯვებული კომპანიების გამოვლენას. თავდაპირველი გაცხრილვა გულისხმობს ბირჟაზე ლისტინგში დაშვებული კომპანიების გამოვლენას, რომლებიც ასრულებენ ფინანსური ანგარიშგების მიმდინარე მოთხოვნებს, რაც დასტურდება აუდიტის არაკვალიფიცირებული დასკვნით და წლიური ანგარიშის დროული წარდგენით ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში (ქვეყნდებაwww.reportal.ge ვებგვერდზე).

 
“აქამდე კორპორაციული ინფორმაციის სამყარო ინვესტორებისა და საზოგადოებისათვის სრულად დახურული იყო“, განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა. მისივე თქმით: “ინფორმაციის ნაკლებობას ხშირად შედეგად მოჰყვებოდა ინფორმაციული ასიმეტრია, რაც ხელის შემშლელია კარგი გადაწყვეტილებების მიღებისა და რესურსის სწორი გადანაწილებისათვის. ახლა, საქართველოს კანონმდებლობა დაუახლოვდა ევროპულს და დროა გაუმჯობესდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი კორპორაციული ინფორმაციის ხარისხიც.“ კომპანიებს, რომლებიც გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს, ეცნობებათ კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადასვლის შესახებ. გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება კომპანიების მიერ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად მომზადებული მმართველობის ანგარიშგების, კორპორაციული მართვის ანგარიშგების, არაფინანსური ინფორმაციის და სხვა ფაქტორების (მაგ. ანგარიშების გამოქვეყნება ვებგვერდზე, წლიური ანგარიშის წარდგენის დროულობა და წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების ხარისხი) საფუძველზე. ამდენად, ჯილდოს დანიშნულებაა სამართლებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის ხელშეწყობა. თითოეულ კომპანიას მიენიჭება შესაბამისი ქულა 100-დან (100%) ქვევით წარმოდგენილ ცხრილში ნაჩვენებ კატეგორიებში.

ძირითადი თარიღების გრაფიკი

დღეს სამ კატეგორიაში გამოცხადებული გამარჯვებული კომპანიები არიან:კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ ძირითადი თარიღები, მათ შორის ინფორმაციის წარდგენის თვალსაზრისით:

  1. დაჯილდოვების სქემის შესახებ საჯარო განცხადება – სექტემბერი, 2019
  2. კომპანიების წარსადგენი და გამოსაქვეყნებელი ანგარიშები ვებ-გვერდზე reportal.ge – 31 ოქტომბერი, 2019 reportal.ge – 31 October 2019
  3. თავდაპირველი გაცხრილვა /წინასწარი შერჩევის შედეგად აუდიტის არაკვალიფიცირებული დასკვნის მქონე, მომდევნო ეტაპზე გადასული კომპანიების გამოვლენა – ნოემბერი, 2019
  4. მომდევნო ეტაპზე გადასული კომპანიების ინფორმირება – 15 ნოემბერი, 2019
  5. შეფასება – ნოემბერი/ დეკემბერი 2019
  6. დაჯილდოვების ღონისძიება – 17 დეკემბერი, 2019

19 წლის დაჯილდოვების მომდევნო ეტაპზე გადასული კომპანიების წინასწარი ჩამონათვალი:

საფინანსო დაწესებულებები 500-ზე მეტი დასაქმებულით:

  • სს „თიბისი ბანკი"
  • სს „საქართველოს ბანკი"
  • სს „ლიბერთი ბანკი"
  • სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია"
  • სს „კრისტალი“


მსხვილი არა-ფინანსური ორგანიზაციები (500-ზე მეტი თანამშრომლით)

  • სს "სილქნეტი"
  • სს "თელასი"
  • შპს "თეგეტა მოტორსი“


მცირე არა-ფინანსური ორგანიზაციები (500-მდე თანამშრომლით)

  • სს „ქართული ლუდის კომპანია“
  • სს "ნინო"
  • სს "ბამბის ნართი"
  • შპს "საქართველოს სალიზინგო კომპანია"
  • სს "თბილისის ჩაის საწონი ფაბრიკა"
  • სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“
  • სს "ისანი-ქართუ"
  • შპს "მ2 კომერციული ქონებები“

იხილეთ ბმული: www.rsfaward.ge

გაზიარება:
ka_GE