„ბიზნესმედია საქართველო“ „დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების“ მედია პარტნიორია

გაფორმებული მემორანდუმით მხარეები იღებენ ვალდებულებას წარმართონ საკუთარი საქმიანობა საქართველოში კორპორაციული მართვის საუკეთესო მსოფლიო სტანდარტების დასანერგად ურთიერთთანამშრომლობის, პარტნიორობისა და ერთმანეთისადმი ხელშეწყობის პრინციპებზე.

აღნიშნული მიზნების მისაღწევად, გაერთიანება გამოიყენებს მთელ თავის კორპორაციულ რესურსს და საინფორმაციო ბაზას, ასევე, მისი წევრების ინტელექტუალურ რესურსს, გამოცდილებას და ინფორმაციას. ხოლო, ბიზნესმედია განათავსებს გაერთიანებისა და მისი წევრების მიერ მიწოდებულ აღნიშნული თემატიკის მასალებს მისთვის ხელმისაწვდომი მედია რესურსების, მათ შორის, საინფორმაციო სააგენტო BusinessContract, სატელევიზიო გადაცემები „ბიზნესკონტრაქტი" და „საქმიანი დილა" და სხვა საშუალებებით.

გაზიარება:
ka_GE