2019 წლის 12 მარტს, სასტუმრო ჰოლიდეი ინში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის და საქართველოს საფონდო ბირჟის ორგანიზებით გაიმართა მე-5 წლიური კონფერენცია "დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისათვის".
კონფერენციის მთავარი თემა იყო გენდერული ბალანსი და ქალების მონაწილეობა კომპანიების საზედამხედველო და აღმასრულებელ საბჭოებში. კონფერენციის პანელზე მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრმა ტარიელ გვალიამ.
იხილეთ ბმული: www.georgia.unwomen.org