დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანებას ახალი წევრი ჰყავს

დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანებას ახალი წევრი ჰყავს. მალხაზ ძაძუას აქვს 20 წელზე მეტი ხნის ხელმძღვანელობის გამოცდილება ფინანსურ სექტორსა და სოციალურ მეწარმეობაში, მათ შორის 15 წელი, როგორც წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი. 

არის რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის გამგეობისა და მმართველი საბჭოს წევრი, ხშირად მონაწილეობს ბიზნეს კონფერენციებსა და ფორუმებზე როგორც მოწვეული სპიკერი. მალხაზის პროფესიული კარიერა იწყება 1995 წელს, როგორც სოციალურ პროგრამებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის მოხალისე სტუდენტი. მომდევნო წლებში ის წარმატებით აგრძელებს საქმიანობას ბიზნეს-კონსულტანტის, საკრედიტო ოფიცრის, ფილიალის მენეჯერისა და პროგრამის დირექტორის პოზიციებზე. 2004 წელს კი პარტნიორებთან ერთად ქუთაისში აფუძნებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას „კრისტალი“ და ხდება მისი გენერალური დირექტორი მომდევნო 15 წლის განმავლობაში. ამ პერიოდში მალხაზის ხელმძღვანელობით კრისტალი ჩამოყალიბდა, როგორც მიკროსაფინანსო ბაზრის ლიდერი კომპანია საქართველოში (120 მილიონ დოლარზე მეტი აქტივები, 1,000-ზე მეტი დასაქმებული, 25% ბაზრის წილი) და წარმატებით დაიმკვიდრა ადგილი საერთაშორისო დონეზე. 2019 წლიდან მალხაზი პროფესიულ საქმიანობას აგრძელებს შვეიცარიაში, სოციალურად ორიენტირებული ფინანსებისა და ინვესტიციების კუთხით. არის ჰოლანდიის განვითარების ბანკის (FMO) მიერ ნომინირებული დამოუკიდებელი დირექტორი. მალხაზი არის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორანტი. ფლობს ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლის მაგისტრის ხარისხს ფინანსების მართვაში, ასევე საქართველოს სუბტროპიკული უნივერსიტეტის წარჩინების დიპლომს ეკონომიკასა და მართვაში.

გაზიარება:
ka_GE