ისტორია

იხილეთ ასევე:

ისტორია

კორპორაციული მართვის სისტემები საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა, ხშირად კორპორაციული წარუმატებლობის ან სისტემური კრიზისების საპასუხოდ. პირველი, მართვის სფეროში დოკუმენტალურად დაფიქსირებული წარუმატებელი შემთხვევა იყო „სამხრეთ ზღვის ბუშტი“(„South Sea Bubble“, 1700წ.), რომელსაც შემდგომში მოჰყვა ბიზნესთან დაკავშირებული კანონებისა და პრაქტიკის რევოლუციური ცვლილებები. ზემოაღნიშნულის მსგავსად, ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობა ამერიკაში ძირითადად დაინერგა 1929 წლის საბირჟო კრახის შემდეგ. კრიზისები სხვა დროსაც აღინიშნებოდა. მაგალითისათვის საკმარისია მეორე საბანკო კრიზისი 1970–იანი წლებში გაერთიანებულ სამეფოში, სადეპოზიტო პანიკა აშშ-ში 1980–იან წლებში, რუსეთის 1998 წლის ფინანსური კრიზისი და 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისი. კორპორაციული მართვის ისტორიას ახსოვს არაერთი გახმაურებული კორპორაციული სკანდალი. 

კორპორაციული მართვის მოკლე ისტორია

1600-იანიწლები: აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიას შემოაქვს დირექტორთა საბჭოს (Court of Directors)ინსტიტუტი, რითაც ერთმანეთისგან განცალკევებული იქნა კომპანიის მფლობელობა და მართვა (გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები)

1776: ადამ სმიტი თავის „გამოკვლევაში ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ იძლევა გაფრთხილებას სუსტი კონტროლისა და მენეჯმენტის არაადეკვატური ანაზღაურების საშიშროების შესახებ

1844: შეიქმნა პირველი აქტი სააქციო საზოგადოებების შესახებ (გაერთიანებული სამეფო)

1931: ადოლფ ბერლე და გარდინერ მინსი აქვეყნებენ საფუძვლიან ნაშრომს „თანამედროვე კორპორაცია და კერძო საკუთრება“ (აშშ)

1933/34: 1933 წლის ფასიანი ქაღალდების აქტი წარმოადგენს პირველ კანონს, რომელიც აწესრიგებს ფასიანი ქაღალდების ბაზარს, მათ შორის რეგისტრაციის გამოცხადების წესს. 1934 წლის აქტით კანონის აღსრულების ვალდებულება დაეკისრა ფასიანი ქაღალდებისა კომისიას (U.S. Securities and Exchange Commission [SEC]), (აშშ)

1968: ევროკავშირი იღებს პირველ დირექტივას კორპორაციული სამართლის შესახებ

1987: ტრედვეის კომისია“ აცხადებს თაღლითური ფინანსური ანგარიშგების შემთხვევების თაობაზე, ამტკიცებს აუდიტორული კომიტეტების როლსა და სტატუსს და აყალიბებს შიდა კონტროლის ჩარჩო–სტრუქტურას (აშშ)

1990: წლების დასაწყისი: „პოლი პეკის“ (1.3 მილიარდი ფუნტი სტერლინგის დანაკარგი), საერთაშორისო კრედიტისა და კომერციის ბანკის (BCCI)და „მაქსველის“ (480მილიონი ფუნტი სტერლინგის დანაკარგი) ბიზნეს–იმპერიების კრახის შემდგომ აშკარა ხდება ინვესტორების დაცვის მიზნით კორპორაციული მართვის გაუმჯობესებული პრაქტიკისა და მეთოდების საჭიროება (გაერთიანებული სამეფო): Polly Peck (£1.3bn. in losses), BCCI and Maxwell (£480m) business empires collapse, calling for improved corporate governance practices to protect investors (U.K.)

1992: ქედბურის კომიტეტი აქვეყნებს კორპორაციული მართვის პირველ კოდექსს და 1993 წელს გაერთიანებული სამეფოს საბირჟო კომპანიები ვალდებულნი ხდებიან, გაამჟღავნონ ინფორმაცია მართვისა და კონტროლის შესახებ, „დაემორჩილე ან განმარტე“ მეთოდის საფუძველზე (გაერთიანებული სამეფო);

1994: კინგის ანგარიშის გამოქვეყნება (სამხრეთ აფრიკა)

1994, 1995: ქვეყნდება რუტერმანის (შიდა კონტროლისა და ფინანსური ანგარიშგების თაობაზე), გრინბერის (დირექტორთა ანაზღაურების შესახებ) და ჰამპელის (კორპორაციული მართვის შესახებ) ანგარიშები (გაერთიანებული სამეფო)

1995: ვიენოს ანგარიშის გამოქვეყნება (საფრანგეთი)

1996: პეტერსის ანგარიშის გამოქვეყნება (ნიდერლანდები)

1998: კომბინირებული კოდექსის გამოქვეყნება (გაერთიანებული სამეფო)

1999: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) აქვეყნებს პირველ საერთაშორისო სტანდარტს – ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის „კორპორაციული მართვის პრინციპები“

1999: გამოქვეყნდა თურნბულის შიდა კონტროლის სახელმძღვანელო (გაერთიანებული სამეფო)

2001: კორპორაცია ენრონი, იმ დროისათვის აშშ-ში სიდიდით მეშვიდე საჯარო კომპანია, აცხადებს გაკოტრების შესახებ (აშშ)

2001: გამოქვეყნდა ლამფალუსის ანგარიში ევროპის ფასიანი ქაღალდების ბაზრების რეგულაციის შესახებ (ევროკავშირი)

2002: გერმანიის კორპორაციული მართვის კოდექსის გამოქვეყნება (გერმანია)

2002Enron-ის კოლაფსმა და სხვა კორპორატიულმა სკანდალებმა გამოიწვია სარბანეს-ოქსლის აქტი (აშშ); გამოქვეყნდა ზამთრის ანგარიში ევროპაში კომპანიების სამართლის რეფორმის შესახებ (EU)

2003: არააღმასრულებელი დირექტორების შესახებ ჰიგსის ანგარიშის გამოქვეყნება (გაერთიანებული სამეფო)

2004: პარმალატის სკანდალი არყევს იტალიას, ევროკავშირის მასშტაბის შედეგებით (ევროკავშირი)

ka_GE