News4„დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების“ გამგეობის წევრმა ტარიელ გვალიამ მონაწილეობა მიიღო ბელორუსის ცენტრალური ბანკის მიერ გამართულ სემინარში, რომელიც ჩატარდა მინსკში  2016 წლის 14-15 აპრილს.

 

სემინარის მიეძღვნა ისეთ თემებს, როგორიცაა კორპორაციული მმართველობის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები, რისკების მართვა და შიდა კონტროლი ბანკებში,  დამოუკიდებელ დირექტორთა როლი აუდიტის პროცესთან დაკავშირებით სამეთვალყურეო საბჭოში.

სემინარის ბოლოს გაიმართა მრგვალი მაგიდა, სადაც მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს დამოუკიდებელ დირექტორთა მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება და განიხილეს სხვადასხვა პრობლემური საკითხი.