news22016 წლის 10 ივნისს სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართა  „დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების“ პრეზენტაცია.

პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ ქვეყნის წამყვანი კომპანიების მფლობელები და ხელმძღვანელები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები. 

სტუმრებს სიტყვით მიმართეს „დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების“ გამგეობის წევრებმა ვიქტორ ყიფიანმა და ტარიელ გვალიამ, ბიზნესომბუდსმენმა და საქართველოს მთავრობისეკონომიკური საბჭოს მდივანმა    გიორგი გახარიამ,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.  

 

გაერთიანება შეიქმნა სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრების როლის ღირსეულად წარმოსადგენად, მხარდასაჭერად და ხელშესაწყობად, რომლებიც აირჩევიან კომპანიების მიერ კორპორაციული მართვის სტანდარტების ასამაღლებლად, მათი ცოდნის, უნარების და გამოცდილების გამოყენებით. გაერთიანების დამფუძნებლები არიან  ტარიელი გვალია, მამუკა მაჭავარიანი, დოქ. საშა ტერნესი, გიორგი ღლონტი და ვიქტორ ყიფიანი.  

საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის თებერვალში ცვლილებები შეიტანა კანონებში მეწარმეთა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ.  ცვლილებები ითვალისწინებენ „ანგარიშვალდებული საწარმოების“ სამეთვალყურეო საბჭოებში მინიმუმ ერთი დამოუკიდებელი დირექტორის არჩევას. ამ ცვლილების მთავარი მიზანია ამაღლდეს კორპორაციული მართვის კულტურა და სტანდარტები ქართული კომპანიების გამჭირვალე და ეფექტური ფუნქციონირების გზით.

პრეზენტაციის შემდეგ სტუმრების პატივსაცემად გაიმართა მიღება, რომლის დროსაც სტუმრებმა გაცვალეს აზრები კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტების დანერგვის საკითხებზე საქართველოში.

 IG 4104

 IG 4110

 IG 4143 IG 4155

 IG 4165 IG 4189

 IG 4225 IG 4299

 IG 4346 IG 4397

 IG 4329 IG 4392

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 IG 4401

IG 4424

 IG 4652

IG 4404

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

IG 4438

IG 4425

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

IG 4460

IG 4453

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

IG 4470

IG 4603

IG 4597IG 4494

IG 4531