audit corporate governance boardroom2017 წლის 21 აპრილს სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა „დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების“ წევრების მორიგი შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ვ. ყიფიანი, ტ. გვალია, ს. ტერნესი, მ. მაჭავარიანი, გ. ღლონტი, ი. კოვზანაძე, ს. გვალია და გ. ნასყიდაშვილი.

 

მონაწილეებს გასული ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა გამგეობის წევრმა ტარიელ გვალიამ. ანგარიშში ასახული იყო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები, საკანონმდებლო ინიციატივები, მარკეტინგული და საგანმანათლებლო აქტივობები, გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმები და კომერციული კონტრაქტები.


შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს გაერთიანების მიზნებზე და მომავალზე, დაისახა მომავალი პერიოდის კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ღონისძიებები.