2017 5 დეკემბერს სასტუმრო „ამბასადორში" გაიმართა დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების წევრთა მორიგი შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ტ. გვალია, ს. ტერნესი, გ. ღლონტი, ვ. ყიფიანი, ი. კოვზანაძე, კ. ბაინდურაშვილი, ს. გვალია, გ. ნასყიდაშვილი, გ. ქეშელაშვილი. ტ. გვალიამ ისაუბრა 2017 წელს განხორციელებული აქტივობების შესახებ, მიმოიხილა გასული პერიოდის საკანონმდებლო და მნიშვნელოვანი კორპორაციული სიახლეები. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს 2018 წლის გეგმებზე და თავიანთ ხედვებზე განსახორციელებელი აქტივობების შესახებ.
გაერთიანების წევრების მორიგი შეხვედრა გაიმართება 2018 წლის პირველ კვარტალში.