news9

შეიქმნა „დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების“ LinkedIn პროფილი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ და გაეცნოს მიმდინარე სიახლეებს. 

maka ghaniashvili

„დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების“ პროექტების მენეჯერის პოზიციაზე დაინიშნა მაკა ღანიაშვილი. მას აქვს მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება კერძო და არასამთავრობო სექტორში.

Sascha Ternesინტერვიუ „დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების“ გამგეობის წევრთან დოქ. საშა ტერნესთან.

news10„საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკურ მედია სკოლას დამოუკიდებელ დირექტორთა  გაერთიანების გამგეობის წევრი ტარიელ გვალია ესტუმრა. ჟურნალისტებისათვის გამართული სემინარის თემა „ფასიანი ქაღალდების ბაზარი და დამოუკიდებელი დირექტორის ინსტიტუტი“ იყო. ტარიელ გვალიამ ჟურნალისტების კითხვებსაც  უპასუხა. მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება.

news5

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანებას შემოუერთდნენ ახალი წევრები ირაკლი კოვზანაძე, სულხან გვალია, გიორგი ნასყიდაშვილი, გიორგი ქეშელაშვილი, კახა ბაინდურაშვილი.

 

news22016 წლის 10 ივნისს სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართა  „დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების“ პრეზენტაცია.

პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ ქვეყნის წამყვანი კომპანიების მფლობელები და ხელმძღვანელები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები. 

სტუმრებს სიტყვით მიმართეს „დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების“ გამგეობის წევრებმა ვიქტორ ყიფიანმა და ტარიელ გვალიამ, ბიზნესომბუდსმენმა და საქართველოს მთავრობისეკონომიკური საბჭოს მდივანმა    გიორგი გახარიამ,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.  

news3Holiday Inn-ში,ახლად დაარსებული, „დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების“ პრეზენტაცია გაიმართა.

news1ინტერვიუ „დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების“ გამგეობის წევრთან ტარიელ გვალიასთან.

Tariel Gvalia„დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების“ გამგეობის წევრმა ტარიელ გვალიამ მონაწილეობა მიიღო „საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის“ (IFC) მიერ გამართულ სემინარში. სემინარი უკრაინაში, ქალაქ  კიევში 2016 წლის 17-18 მაისს გაიმართა. 

News4„დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების“ გამგეობის წევრმა ტარიელ გვალიამ მონაწილეობა მიიღო ბელორუსის ცენტრალური ბანკის მიერ გამართულ სემინარში, რომელიც ჩატარდა მინსკში  2016 წლის 14-15 აპრილს.