Victor Kipianiბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს რეფორმის ხელშემწყობი  სამუშაო ჯგუფი - მრჩეველთა კომიტეტი შეიქმნა. კომიტეტის მიზანს როგორც, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის  ზედამხედველობის  სამსახურის  საქმიანობის,  სტრატეგიისა  და პოლიტიკის დახვეწა, ასევე აუდიტის სფეროს რეფორმის ეფექტიანად და გამჭვირვალედ გატარება და დაინტერესებულ მხარეთა პროცესში ჩართვა წარმოადგენს.


კომიტეტის მრჩეველთა შორისაა იურიდიული ფირმის „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური” (MKD) პარტნიორი და დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების (IDA) საბჭოს წევრი, ვიქტორ ყიფიანი. სამუშაო ჯგუფში, ასევე შედიან: ტარიელ გვალია, IDA-ს საბჭოს წევრი; ალექსანდრე გომიაშვილი, ს/ს „კრედიტინფო საქართველო“-ს დირექტორი; გიორგი სიმონგულაშვილი, საქართველოს მენეჯმენტის კონსულტანტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; ირაკლი კირტავა,  სს ,,გალტ ენდ თაგარტის“, გენერალური დირექტორი და ირაკლი ელაშვილი, შპს  ,,თიბისი  კაპიტალის“ საინვესტიციო-საბანკო მიმართულების ხელმძღვანელი.

იხილეთ ბმული: www.mkd.ge