Fotolia for companies

2019 წლის 14 მარტს, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების, ასევე, დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანებისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართება პრეზენტაცია და დისკუსია თემაზე: „დამოუკიდებელი დირექტორების როლი კორპორაციულ მართვაში“.

პრეზენტაციაზე მოხსენებებით წარდგნენ დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრები ტარიელ გვალია და ვიქტორ ყიფიანი, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლები თეონა კონტრიძე და ბორის ჯანჯალია.

იხილეთ ბმული: www.parliament.com