depositeდეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსად საპენსიო რეფორმის სამსახურის ყოფილი უფროსი ოთარ ძიძიკაშვილი დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.  „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, რომელიც პარლამენტმა 2017 წლის მაისში  მიიღო, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსს 5 წლის ვადით თანამდებობაზე 5 წევრისგან შემდგარი სამეთვალყურეო საბჭო დანიშნავს. კანონის მიხედვით, დეპოზიტების დაზღვევის საბჭოს 2 დამოუკიდებელი დირექტორი ეყოლება, რომელთაც კომერციული ბანკები აირჩევენ.