GIAმემორანდუმით მხარეები თანხმდებიან საქართველოში კორპორაციული მართვის საუკეთესო მსოფლიო სტანდარტების დასანერგად წარმართონ საკუთარი საქმიანობა ურთიერთთანამშრომლობის, პარტნიორობისა და ერთმანეთისადმი ხელშეწყობის პრინციპებზე.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად მხარეები შეთანხმდნენ ითანამშრომლონ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის სრულყოფისათვის; ბიზნეს წრეებთან, მასმედიასთან, პროფესიონალურ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კორპორაციული მართვის საუკეთესო მსოფლიო სტანდარტების შესახებ ცნობადობის ამაღლებისათვისა და კორპორაციული მართვის საუკეთესო მსოფლიო სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობის შესახებ; თანამშრომლობა ქართულ კომპანიებში დამოუკიდებელ დირექტორთა ინსტიტუტის დანერგვისათვის და ქვეყანაში „კორპორაციული მართვის კოდექსის“ მისაღებად. ასევე კონფერენციებისა და სემინარების მოწყობა; სტატიების და ინტერვიუების გამოქვეყნება მასმედიის საშუალებებში.