Tariel Gvalia

ტარიელ გვალია
საბჭოს წევრი

ტარიელს აქვს 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება საბანკო და საფინანსო ინდუსტრიაში. 1995 წლიდან ის იყო თბილუნივერსალბანკის დამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, მის საქართველოს ბანკთან შერწყმამდე (ქვეყნის უდიდესი ბანკი, დაშვებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, FTSE 250). შერწყმის შემდგომ, ტარიელმა  დაიკავა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა. 2008 წლიდან 2010 წლამდე მას ეკავა ბელარუსის სახალხო ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა, სადაც ის ამჟამადაც საქმიანობს, როგორც დამოუკიდებელი დირექტორი. ტარიელ გვალიამ საქართველოში დააფუძნა რამდენიმე წამყვანი კომპანია, როგორებიცაა: GCG აუდიტი, Galt & Taggart და საქართველოს სალიზინგო კომპანია. გარდა ამისა, ის არის აფხაზი სტუდენტების დახმარების ფონდის დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების გამგეობის წევრი. ტარიელს აქვს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეკონომიკური მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი. 

  

Sascha Ternes

დოქ. საშა ტერნესი
საბჭოს წევრი

საშას, რომელიც არის გერმანიის მოქალაქე, აქვს განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ფინანსური ბაზრების 20 წლიანი ხელმძღვანელობის გამოცდილება, განმტკიცებული საბანკო და საფინანსო სფეროში დატოვებული მნიშვნელოვანი კვალით. ის 2007 წლიდან ცხოვრობს საქართველოში, სადაც თავდაპირველად იყო პროკრედიტ ბანკი საქართველოს (მესამე უდიდესი ბანკი ქვეყანაში, ბაზრის ლიდერი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების სესხებში) ფინანსური დირექტორი, ხოლო მოგვიანებით ამავე ბანკის გენერალური დირექტორი. შემდგომ საქართველოს ბანკის (ქვეყნის უდიდესი ბანკი, დაშვებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, FTSE 250) გენერალური დირექტორის მოადგილე თანამდებობებს. 2015 წელს საშამ დააარსა ტერნეს უძრავი ქონების ფონდი, პიონერი საქართველოში მაღალშემოსავლიანი უძრავი ქონების პორტფოლიოების შექმნისათვის კოლექტიურ ინვესტიციებში, რომელიც 2017 წელს შეიძინა BlueOrchard-მა, შვეიცარული Impact Investment Manager-მა, სადაც საშა ტერნესს უკავია უფროსი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. საქართველოში ჩამოსვლამდე, 13 წლის განმავლობაში საშას ეჭირა სხვადასხვა ხელმძღვანელი პოზიცია გერმანულ ტექნოლოგიურ ჯგუფში, რომელიც ფოკუსირებული იყო საერთაშორისო განვითარებაზე და ინვესტირებაზე. ის პასუხისმგებელი იყო 10 ქვეყანაში მრავალგვარი ოპერაციების განხორციელებასა და თვალყურის დევნებაზე და მისი მოვალეობები მოიცავდა აქტივობებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ახლო აღმოსავლეჩი. საშას აქვს განათლება ფინანსებსა და ბიზნესის ადმინისტრირებაში და დაჯილდოვებულია გერმანიის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადასტურებული, საპატიო დოქტორის ხარისხით. საშა არის საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრი (FSA). მას ასევე, მოხალისეობრივ საწყისებზე, დაკავებული აქვს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების თავმჯდომარის (DWV), ასევე თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის თავმჯდომარის პოზიციები, იგი არის ორივე ორგანიზაციის თანადამფუძნებელი.

Gigi Glonti

გიორგი ღლონტი
საბჭოს წევრი

გიორგი არის ბანკირი და ფინანსისტი 22 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილებით და კომპანიების განახლების (გაჯანსაღების) პრაქტიკით. გიორგი მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბანკის (ცენტრალური ბანკი) ვიცე-პრეზიდენტად და იყო ამავე ბანკის საბჭოს წევრი, სხვადასხვა დროს ეკავა საქართველოს სახალხო ბანკის (ამჟამად ლიბერთი ბანკი), აგრეთვე ქეი-ეს-ბი ბანკის (კორ სტანდარტ ბანკი) (ამჟამად ტერა ბანკი) მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობები. მას ასევე აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება აუდიტში და ბიზნეს კონსულტაციებში PricewaterhouseCoopers-თან (PwC) ერთობლივ, ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. ამჟამად, გიორგი არის "RSM საქართველო მენეჯმენტი & კონსალტინგი" - მმართველი პარტნიორი, აგრეთვე უკავია "GFTC"-ის (SWIFT სერვის ბიურო საქართველოში) არააღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა.

 

Victor Kipiani

ვიქტორ ყიფიანი
საბჭოს წევრი

ვიქტორი არის იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“-ს (MKD) დამფუძნებელი და აღმასრულებელი პარტნიორი. მას აქვს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიებისა და ინსტიტუციებისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე სამართლებრივი კონსულტაციის 20 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ბიზნეს სამართლის, პროექტების დაფინანსების, საბანკო, კაპიტალის ბაზრის, საინვესტიციო სამართლის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, მარეგულირებელი და კორპორაციული სამართლის სფეროში. იგი ასევე ეწევა საქმიანობას შედარებით სამართალმცოდნეობასა და საჯარო სამართალში. გარდა ამისა, ვიქტორს აქვს სამთავრობო უწყებებთან ერთად მუშაობის მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება, გლობალური კომპანიებისათვის მათი ადგილობრივ ბაზარზე წარმატებული მოღვაწეობისათვის რჩევების მიცემის საკითხში. მას აქვს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინების დიპლომი სამართალში, ექსეტერის უნივერსიტეტის (ჩივნინგის სტიპენდია) სამართლის მაგისტრის ხარისხი და ვაშინგტონის უნივერისტეტის დოქტორის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში. ვიქტორი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის საბჭოს წევრი და საქართველო-უკრაინის ბიზნეს კლუბის თანათავმჯდომარე. ის რეკომენდირებულია როგორც წამყვანი კერძო იურისტი ყველა ძირითადი საერთაშორისო ცნობარისა და გამომცემლობის მიერ საქართველოში, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო სამართლებრივი მიმოხილვის, Chambers Global-ის, Chambers Europe-ის, Who's Who Legal-ის, The Legal 500-ის მიხედვით. ვიქტორი რეგულარულად წერს სხვადასხვა სამართლებრივ, ბიზნეს და საჯარო თემებზე ადგილობრივ და უცხოურ გამომცემლობებში და მონაწილეობს, როგორც წარმომადგენელი და შუამავალი სხვადასხვა საშინაო თუ საგარეო საკითხებში.

  

Giorgi Naskidashviliგიორგი ნასყიდაშვილი
წევრი

გიორგის სამუშაო გამოცდილება საბანკო-საფინანსო სფეროში 13 წელს ითვლის. მას ეკავა საშუალო და მაღალი მმართველობითი პოზიციებზე ქართულ ბანკებში, კერძოდ: საქართველოს ბანკში, ბითიეი ბანკსა და პროგრეს ბანკში. პარალელურად გიორგი მონაწილეობდა როგორც კერძო ინვესტორი და მმართველი პარტნიორი რამდენიმე სტარტაპ პროექტში სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში, წარმოებასა და საფინანსო მომსახურებაში. 2010 წლიდან გიორგი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს ქართული კრედიტის გენერალური დირექტორია, ხოლო 2014 წლიდან - შპს ასპრია ჯგუფის (სქართველოში ფიტნეს კლუბების ყველაზე დიდი ქსელი) სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი თავმჯდომარე. გიორგი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრისა და ბრემენის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს.

 

Irakli Kovzanadze

პროფ. ირაკლი კოვზანაძე
წევრი

Irakli has more than 20 years of experience of working as CEO in the banking system of Georgia, sitting on the boards of the leading banks in post-Soviet countries and Europe and is one of the pioneers of the challenging reform process of financial sector of emerging countries. As MP he served as a Chairman of Finance and Budget Committee of the Parliament of Georgia (2004-2008) and as a Chairman of the Task Force of EBRD/OECD on corporate governance of banks in Eurasia (2007-2009). Until 2015 Irakli served as CEO of JSC Partnership Fund, a state owned investment fund of Georgia with asset value of more than $3 billion. Currently he is the Chairman of Georgia's Financial Supervision Agency (FSA) and Professor at Ivane Javakhishvili Tbilisi State University. Irakli has published six books and more than 50 articles in economics, including problems of the genesis, development and manifestation of systemic banking crises, their forecasting and prevention. 

George Keshelashvili

გიორგი ქეშელაშვილი 
წევრი

გიორგის აქვს 20-ზე მეტ წლიანი გამოცდილება ფინანური / საგადახდო ტექნოლოგიებსა და  საბანკო საქმეში, პრაქტიკული მუშაობის გამოცდილებით საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. კერძოდ აღნიშნული გამოცდილება მოიცავს ორგანიზაციები ზოგად მენეჯმენტს, (კრიზისული მენეჯმენტის და კომპანიების რეაბილიტაციის ჩათვლით) რეგიონალური და საერთაშორისო საგადახდო ქსელების შექმნა/განვითარებას, სტრატეგიოული პროექტების მართვა/განხორციელებას მათ შორის: კომპანიების შესყიდვას და გაერთიანებას (M&A), საოპერაციო და ტექნოლოგიური პლატფორმების მიგრაციას და ა.შ.  დღეისათვის გიორგი სხვადასხვა კომპანიების მფლობელი და/ან პარტნიორია, აღნიშნულ კომპანიათა რიცხვშია: შპს “ბქსვუდი” - მსხვილი მასშტაბის საგადახდო ქსელების პროგრამულ/აპარატულ გადაწყვეტილებათა მწარმოებელი, ევროკავშირში დაფუძნებული მონ-ჰოლდინგი - ონ-ლაინ ფინანსური სერვისების პროვაიდერი, ისპეისი- ელექტრომანქანების ვენდორი და მანქანების დამუხტვის ქსელის ოპერატორი. პროფესიული მოღვაწეობის მანძილზე, გიორგი  მუშაობდა სხვადასხვა ქართულ ბანკებში აღმასრულებელ პოზიციებზე, იყო დირექტორთა საბჭოების წევრი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქვეყნის უმსხვილესი საბანკო ბარათების საპროცესინგო ცენტრის - ს.ს. ჯორჯიანქარდის გენერალურ დირექტორად, იყო საქართველოს ბანკის ჯგუფის ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი, ჰოლდინგური კომპანია “ექსპრეს ტექნოლოჯი”-ის გენერალური დირექტორი, აღნიშნული კომპანია ფლობდა და ავითარებდა საბარათე ტრანზაქციების საპროცესინგო სიმძლავრეებს და ექვაირინგის, სატრანსპორტო-საგადახდო და ფინანსური თვითმომსახურების ქსელებს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში. 

 

Sulkhan Gvaliaსულხან გვალია
წევრი

სულხანს საქართველოს საბანკო სისტემაში მუშაობის 24 წლიანი გამოცდილება აქვს. აქდეან 10 წელი ის იყო თანადამფუძნებელი და მმართველის მოადგილე თბილუივერსალბანკში და 11 წელი საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე რისკებისა (2005-2012) და კორპორატიული საბანკო საქმიანობის დარგში (2012-2016). სულხანი იყო წამყვანი ხელმძღვანელი თბილუნივერსალბანკში და 2004 წელს საქართველოს ბანკმა შეიძინა ეს ბანკი. ამ გარიგების შემდეგ სულხანი შეუერთდა საქართველოს ბანკის გუნდს. საქართველოს ბანკის აქციები 2006 წლიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, ხოლო 2012 წლიდან საქართველოს ბანკის აქციები ლონდონის ბირჟის ძირითად ბაზარზე დაიშვა და ბანკი შევიდა ფუტსი 250 კომპანიის სიაში. სულხანს განათლება აქვს მიღებული სამართალში საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და საბანკო საქმეში ფრანკურტის ბანკ - აკადემიაში.


Kaha Baindurashvili

კახა ბაინდურაშვილი 
წევრი

კახა ბაინდურაშვილი 2009-2011 წლებში გახლდათ საქართველოს ფინანსთა მინისტრი. მის მინიტრის პორტფელში შედიოდა ისეთი სფეროები, როგორებიცაა: ფისკალური პოლიტიკა, სახელმწიფო ფინანსების მართვა, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკა, სახელმწიფო ვალის მართვა, შიდა აუდიტი და სხვადასხვა კრიტიკული ეკონომიკური სახის გადაწყვეტილებები. იგი ამჟამად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს თავმჯდომარეა და ხელმძღვანელობს საოჯახო საინვესტიციო კომპანია უილსფორტს, რომელსაც გააჩნია ოფისები საქართველოში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. 2012 წლის ბოლომდე იგი ასევე გახლდათ ორი მსხვილი კომპანიის საქართველოს ფოსტისა და საქართველოს ლატარეის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ბაინდურაშვილი აგრეთვე გახლდათ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო 2007 წლამდე კი საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე. სხვა საკითხებთან ერთად მას გააჩნია პროფესიონალური ცოდნა ისეთ სფეროები, როგორებიცაა: სახელმწიფო და კორპორატიული ფინანსები, შედეგზე ორიენტირებული გარდამავალი მენეჯმენტი, მაკროეკონომიკა, პოლიტიკური მიმოხილვა, დერეგულაცია, ანტი-კორუფციული რეფორმები, სავაჭრო და საერთაშორისო ურთიერთობები, საგადასახადო და საბაჟო საკითხები. იგი ამასთანავე არის საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საბჭოს წევრი. ბაინდურაშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში 1978 წელს და 2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის მაგისტრის წოდებით, ხოლო 2006 წელს აშშ-ში, მასაჩუსეთსის შტატში დაამთავრა უილიამსის კოლეჯი ეკონომიკის მაგისტრის წოდებით. კახა ბაინდურაშვილი დაჯილდოვებულია საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი ღირსების ორდენით - პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენით.

Ted Jonasთედ ჯონას
ევრი

თედ ჯონასმა იურიდიული განათლება და კვალიფიკაცია მიიღო ამერიკის შეერთებულ შტატებში და მას აქვს საადვოკატო საქმიანობის ლიცენზია ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქი. ის არის სს „სილქნეტის“, ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიისა და სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი მსხვილი ქართული კომპანიის, სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი. იგი ასევე არის საერთაშორისო იურიდიული ფირმა „დენტონსის“ (Dentons) უფროსი იურიდიული მრჩეველი. თედი 10 წლის განმავლობაში იყო საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი და ამჟამად უკავია „კავკასიის ბუნების ფონდის“ (კონსერვაციის საერთაშორისო სატრასტო ფონდი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დაცულ ტერიტორიებს) დირექტორთა საბჭოს წევრის  თანამდებობა. 2005-2014 წლებში თედი იყო „დი-ელ-ეი პაიპერ საქართველოს“ მმართველი პარტნიორი. კერძო სამართლის სფეროში პრაქტიკის სულ მცირე 25-წლიანი გამოცდილების გარდა, რომლის უმეტესი ნაწილი თედმა წამყვან საერთაშორისო იურიდიულ ფირმებში დააგროვა, თედი ასევე მუშაობდა საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში, აშშ-ს კონგრესის ორი წევრთან და  აშშ-ს ფედერალური სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ. თედმა მიიღო კორნელის უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომი (B.A.) ისტორიაში 1984 წელს, 1991 წელს კი – კორნელის სამართლის სკოლის იურისპრუდენციის დოქტორის (J.D.) ხარისხი (წარჩინებით). ის ამერიკის შეერთებულის შტატების მოქალაქეა, აქვს საქართველოს მუდმივი ბინადრობა და ცხოვრობს თბილისში. 

Galina Alagardovaგალინა ალაგარდოვა
წევრი

გალინა, საბერძნეთის მოქალაქე,  ფინანსური მენეჯმენტისა და კორპორაციული მართვის პროფესიონალია, რომელსაც აქვს +20 წლიანი გამოცდილება ფინანსურ მენეჯმენტში, პროექტების მართვაში, კორპორაციულ მართვაში, საჯარო ფინანსების მენეჯმენტსა და ზოგად ხელმძღვანელობაში სხვადასხვა პოზიციაზე KPMG - ში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში (IFC), მსოფლიო ბანკსა და გლობალურ ფონდში (შვეიცარია). თავისი კარიერის განმავლობაში გალინა უწევდა კონსულტაციებს კერძო კომპანიებსა და ბანკებს კორპორაციულ მართვასთან   დაკავშირებით, განსაკუთრებით ფინანსური გამჭვირალოების, აღრიცხვის, აუდუტისა და ანგარიშგების საკითხებში; იგი, კომპანიების ფინანსური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, ამუშავებდა სამოქმედო გეგმებს და აკვირდებოდა მათ ეფექტურ განხორციელებას. გალინა ამუშავებდა კორპორაციული მართვის ნორმატივებსა და კოდექსს საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისთვის, აგრეთვე ამზადებდა შიდა აუდიტის, წლიური ანგარიშგების წესდებებსა და კანონპროექტებს; შეიმუშავა შიდა აუდიტის, აუდიტორული კომიტეტისა და წლიური ანგარიშების დებულებები, ასევე კორპორაციული მართვის სახელმძღვანელოები და ფინანსური ფორმები ლისტინგური კომპანიებისთვის, სადაზღვევო კომპანიებისა და კომერციული ბანკებისთვის. გალინა ხელმძღვანელობდა რამოდენიმე საკმაოდ წარმატებულ პროექტებს საჯარო ფინანსების მენეჯმენტში (PFM) საქართველოსა და ცენტრალურ აზიაში, ამ პროექტების ფარგლებში უწევდა კონსულტაციებს პარტნიორებს და ატარებდა ტრენინგებს ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებით. გალინა ხელმძღვანელობდა მსოფლიო ბანკის აღრიცხვისა და აუდიტის ROSC პროგრამას საქართველოში და აქტიურად მონაწილეობდა ქვეყანაში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის წარმატებულ რეფორმებში. ის კოორდინაციას უწევდა მთავრობასთან, დონორ საზოგადოებასთან, კერძო კომპანიებთან და ბანკებთან, პროფესიონალურ ორგანიზაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობას. გალინა არის დიპლომირებული, სერტიფიცირებული ბუღალტერი (FCCA/ACCA). მას აქვს მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მართვაში და ინჟინერის დიპლომი.

Malkhaz Dzadzuaმალხაზ ძაძუა
წევრი

20 წელზე მეტი ხელმძღვანელობის გამოცდილება ფინანსურ სექტორსა და სოციალურ მეწარმეობაში, მათ შორის 15 წელი, როგორც წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი. არის რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის გამგეობისა და მმართველი საბჭოს წევრი, ხშირად მონაწილეობს ბიზნეს კონფერენციებსა და ფორუმებზე როგორც მოწვეული სპიკერი. მალხაზის პროფესიული კარიერა იწყება 1995 წელს, როგორც სოციალურ პროგრამებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის მოხალისე სტუდენტი. მომდევნო წლებში ის წარმატებით აგრძელებს საქმიანობას ბიზნეს-კონსულტანტის, საკრედიტო ოფიცრის, ფილიალის მენეჯერისა და პროგრამის დირექტორის პოზიციებზე. 2004 წელს კი პარტნიორებთან ერთად ქუთაისში აფუძნებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას „კრისტალი“ და ხდება მისი გენერალური დირექტორი მომდევნო 15 წლის განმავლობაში. ამ პერიოდში მალხაზის ხელმძღვანელობით კრისტალი ჩამოყალიბდა, როგორც მიკროსაფინანსო ბაზრის ლიდერი კომპანია საქართველოში (120 მილიონ დოლარზე მეტი აქტივები, 1,000-ზე მეტი დასაქმებული, 25% ბაზრის წილი) და წარმატებით დაიმკვიდრა ადგილი საერთაშორისო დონეზე. 2019 წლიდან მალხაზი პროფესიულ საქმიანობას აგრძელებს შვეიცარიაში, სოციალურად ორიენტირებული ფინანსებისა და ინვესტიციების კუთხით. არის ჰოლანდიის განვითარების ბანკის (FMO) მიერ ნომინირებული დამოუკიდებელი დირექტორი. მალხაზი არის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორანტი. ფლობს ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლის მაგისტრის ხარისხს ფინანსების მართვაში, ასევე საქართველოს სუბტროპიკული უნივერსიტეტის წარჩინების დიპლომს ეკონომიკასა და მართვაში.