GT2019 წლის 30 ივლისს "დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანებასა" და საქართველოს წამყვან საინვესტიციო ბანკ "გალტ ენდ თაგარტს" შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეების აქტიურ თანამშრომლობას დამოუკიდებელი დირექტორების ინსტიტუტის და კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტების დასანერგად საქართველოში.